დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის განხილვა გრძელდება
2013/03/25 18:44:47

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დღეს, სამუშაო შეხვედრა იმ 30-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთან გაიმართა, რომელთა სასწავლებლებშიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები რამდენიმე წელია ხორციელდება.

შეხვედრაზე 2013 – 2020 წლების პროფესიული განათლების სტრატეგიის პროექტი და ის საკითხები განიხილეს, რაც პროფესიული განათლების ხარისხს, მის ხელმისაწვდომობას და იმ ნაბიჯებს უკავშირდება, რაც  პროფესიული განათლების განვითარებისთვისაა საჭირო.

2012 წლის დეკემბერში პროფესიული განათლების განვითარების შუალედური (2009-2012 წლების) სტრატეგიის განხორციელება დასრულდა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „განათლების ევროპული ფონდის“ მიერ შეფასდა და გამოიკვეთა მისი  ძლიერი და სუსტი მხარეები.

სწორედ, ამ სტრატეგიის განხორციელების შეფასების საფუძველზე და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით, ევროკავშრის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ახალი  სტრატეგიის შემუშავების ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია (2013-2020 წლები) თანდართული 2 წლიანი სამოქმედო გეგმით (2014-2015 წლები) წარუდგინა.

სამინისტრო განაგრძობს სტარტეგიის განხილვას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა გათვალისწინებული და ასახული იყოს ყველა ჩართული მხარის მოსაზრება პროფესიული განათლების განვითარების კუთხით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია