დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფოტო და ვიდეოგამოფენა ქალთა თემაზე
2013/03/15 18:01:57

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 15 მარტს, იოსებ ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, ქალთა თემისადმი მიძღვნილი ფოტო და ვიდეო-ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით – „გონება, ლიგიკა, ინტუიცია, ემოცია“.

ფოტოგამოფენაში ფოტო სკოლის  მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფოტოსკოლა პროგრამის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში იანვრის შემდეგ ფუნქციონირებს, მას სოციალური მედიის კოორდინატორი მარიამ ქველიაშვილი ხელმძღვანელობს.

„ფოტოსკოლაში ფოტოს  შესახებ უამრავ ინფორმაციას ვიღებ, ჩვენი ერთ-ერთი პრაქტიკული მუშაობა - ფოტოგადაღება ქალთა თემატიკას მიეძღვნა,  დღეს ეს ნამუშევრები აქაა წარმოდგენილი და ფოტოები ამბობენ, თუ რა სტატუსი და მდგომარეობა აქვს დღეს ქალს საქართველოში.“ – განაცხადა ფოტოსკოლის მონაწილემ, ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა ანა გურგენიძემ.

ღონისძიებაზე ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქლაქო კლუბების მიერ გადაღებული ვიდეოფილმებისა  და ვიდეოინტერვიუების  ჩვენებაც მოეწყო. კლუბებმა წარმოადგინეს ფილმები მალალაი ჯოიაზე, რომელიც ავღანელი მწერალი, პოლიტიკოსი და ადამიანის უფლებათა დამცველია, დიანა ციბაძეზე  – ჟურნალისტ ქალზე,  რომელიც აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილე იყო და ფეხდაფეხ  გადმოიარა ჭუბერის გზა. ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეოინტერვიუები პარლამენტარ, პროფესორ და სამედიცინო სფეროში დამსახურებულ ქალბატონებთან.

ვიდეოფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ქალთა უფლებების და მისი ადგილის შესახებ საქართველოში.  ღონისძიებაში ქუთაისისა და ტყიბულის  საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობნდენ, სულ 100 მოსწავლე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია