დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაზე მაგისტრ სტუდენტთა განაცხადების მიღება ელექტრონულად დაიწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/09/30 17:27:20

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ყოველწლიურად ახორციელებს მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების  სოციალურ პროგრამას, რომელიც მაგისტრატურის სტუდენტთა 2 წლით დაფინანსებას გულისხმობს (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში).

 

წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge/login/

 

სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება შეუძლია საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ  შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტებს:

 

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;

სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით.

 

 

სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიებისა და კატეგორიის კუთვნილების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის შესახებ, იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე http://mes.gov.ge/content.php?id=4792&lang=geo

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 685
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია