დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აბიტურიენტთა რეგისტრაციის დაწყების თარიღი კვლავ უცნობია
2013/03/05 15:56:22

გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია თებერვალში იწყებოდა და მარტის ბოლოს სრულდებოდა, განსხვავებული ვითარებაა 2013 წელს. რეგისტრაციის დაწყების თარიღი ჯერ დადგენილი არ არის და ამან საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამოცდების ეროვნული ცენტრს კი ჯერ არ გადაუწყვეტია რეგისტრაციის დაწყების თარიღი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ,,P.S."-თვის მოწოდებულ განცხადებაში ნათქვამია:

,,კონკრეტული თარიღი თუ როდის დაიწყება აბიტურიენტთა რეგისტრაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც იცით, წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე სიახლე შესთავაზა აბიტურიენტებს (მაგალითად, 14 ფაკულტეტზე უფასო სწავლება), შესაბამისად საჭირო გახდა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და ამის გამო ჭიანურდება რეგისტრაციის დაწყების პროცესი. ველოდებით საკანონმდებლო ორგანო როდის შეიტანს ცვლილებებს".

გამოცდების ეროვნულ ცენტრში იმასაც აცხადებენ, რომ აბიტურიენტთა რეგისტრაცია, წინა წლის მსგავსად, ელექტრონულად მოხდება.

 

თათია ოქროპილაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1815
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია