დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/07/02 11:56:08

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი წელს პირველად ამოქმედდა და მასში 206 საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.

 

პროგრამის პილოტორების პროცესში ჩართულმა პედაგოგებმა წარმოადგინეს 2013-2014 სასწავლო წლის ანგარიში და შედეგები, თუ  რა მისცა ამ პროგრამამ პროფესიული განვითარების ჯგუფს, თითოეულ მასწავლებელს და მთლიანად სკოლას. რამდენად იმოქმედა პროფესიულ ურთიერთობებზე, შეუწყო თუ არა ხელი მათ პროფესიულ განვითარებას და სწავლების ხარისხის ამაღლებას. გარდა ამისა, კონფერენციაზე მოხდა წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

 

2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნის 206 საპილოტე სკოლაში შეიქმნა შვიდკაციანი პროფესიული განვითარების ჯგუფები. პედაგოგები სკოლის მიერ სხვადასხვა საგნობრივი კათედრებიდან შეირჩნენ.

სამომავლოდ იგეგმება პროგრამაში მონაწილე სკოლების რაოდენობის გაზრდა და ამ მიზნით, „სასკოლო ქსელების“ ამუშავება. ასევე, მომავალი წლიდან უფრო მეტ სკოლას ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროგრამაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია