დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის რეგიონში ხვნა–თესვის სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს
2013/05/17 20:40:07

 

2013 წლის მიწის საგაზაფხულო სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობს. იმერეთის რეგიონში დამუშავებულია მიწის 56%, ხოლო დასამუშავებელია 44%.

აღნიშნულ საკითხზე იმერეთის გუბერნატორი, ვახტანგ ბალავაძე იმერეთის რეგიონის გამგებლებს შეხვდა და ხვნა– თესვის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. შეხვედრას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა.

მუნიციპალიტეტების გამგებლების თქმით, ხვნა–თესვის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან მოსახლეობას მიღებული არ აქვს ვაუჩერები, რომლითაც მიწა უნდა დაამუშაონ, ასევე, არასაკმარისია ის ტრაქტორები, რაც ჰყვათ.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება, რომ რაიონებში ხვნა-თესვას გამგებლები აფერხებენ  სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროსთან შედარებით, გამგებლებს არა აქვთ ბერკეტები, რომ ხვნა-თესვის პროცესი დააჩქარონ, მე მივიღე გადაწყვეტილება,  დღესვე მივმართო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა მოგვარდეს ეს პრობლემა. ჩვენ ვართ საჯარო მოხელეები, თუმცა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამის გამო მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან და აღნიშნული პრობლემა მოვაგვაროთ.” –ამბობს ბალავაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია