დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
აკაკი ბობოხიძე: „სახელმწიფომ თავი სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ჩაიყენოს" (video)
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/03 17:09:09

ქუთაისში პარლამენტის წინ  შეკრებილი  იპოთეკით დაზარალებული  ადამიანები,  დახმარებისათვის  საშემოდგომო სესიაზე  მოსულ პარლამენტარებს   მიმართავდნენ.  როგორც წესი,  მოქალაქეებთან სასაუბროდ უმრავლესობის წარმომადგენლებს  დრო ნაკლებად აქვთ ,  სანაცვლოდ,  ოპოზიციის  წევრები აქტიურად განიხილავენ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობებს.


ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელის,   საპარლემენტო  უმცირესობის  წევრის, აკაკი ბობოხიძის განმარტებით,  „სახელმწიფომ თავი სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ჩაიყენოს - თითქოს, ეს პრობლემა არ არსებობს, მის შესწავლასაც კი არ იწყებს. რაც უფრო მალე გაარკვევს,  თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე,  მით უფრო მალე მოიძებნება გამოსავალი.   აქედან ერთ-ერთი შეიძლება ისიც იყოს,  რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს  ეს  ვალები. 


ამ  აზრს  იზიარებენ   იპოთეკერების მხარდასაჭერად მოსული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.   უფლებადამცველი  ნანა  აბრამიძე  მიიჩნევს,  რომ  „სახელმწიფოს ხვალ გაცილებით ძვირი დაუჯდება უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისათვის თავშესაფრის მიცემა.   უფრო ადვილია,  დღეს,   პორობითად 5 ათასიანი ვალი გადაიხადოს,  ვიდრე შემდეგ მათთვის ბინების აშენებისათვის 20 ათასი ლარი დახარჯოს.“


 

ქუთაისში გამართულ აქციაში  ადგილობრივებთან ერთად, თბილისიდან და ბათუმიდან ჩამოსული  დაზარალებული ადამიანებიც მონაწილეობდნენ.  აქციის წარმომადგენლები  პარლამენტის თავმჯდომარესთან,   დავით უსუფაშვილთან შეხვედრას გეგმავენ. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია