დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ცოტნესთვის თავდადებულნი“
2009/11/17 13:57:02

მას შემდეგ, რაც ცოტნე გამსახურდია მშრალ შიმშილობაზე გადავიდა, პირველი პრეზიდენტის მეუღლის თანამოაზრეებმა ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლება და სტაციონარში გადაყვანა მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ კი მათ შიმშილობა დაიწყეს. ისინი პირველი პრეზიდენტის ვაჟის დანაშაულს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ იგი უსამართლოდაა დაკავებული.

ჰელსინკის კავშირის ქუთაისელმა წევრმა თინიკო მარდალეიშვილმა  იგივე მოთხოვნით შიმშილობა გუშინ ქალაქის მერიის შენობაში დაიწყო, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. რის შემდეგაც საღამოს 8 საათისათვის მარდალეიშვილს სამართალდამცავებმა ძალით დაატოვებინეს მერიის შენობა.

თინიკო მარდალეიშვილი: „შენობიდან გასაყვანად 30-მდე შავ ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი შემოვიდა, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, იქვე იყვნენ პატრულის და დაცვის თანამშრომლებიც. მათ ეჭვი ჰქონდათ, თითქოს იქ მიტინგის ჩასატარებლად მივედი. თუმცა, მარტო ვიყავი და თან რამდენიმე ხატი და მხოლოდ წყალი მქონდა ბოთლში.“ მიუხედავად ამისა, დღეს მარდალეიშვილი აცხადებს, რომ მას შიმშილობა არ შეუწყვეტია და  აქციას საკუთარი ბინის ეზოში იმავე მოთხოვნით აგრძელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია