დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრანტის მფლობელი ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოეს
2009/07/01 10:09:29

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელებული კონკურსის შედეგად, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობა ხორციელდება. ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების თითოეული პროექტის მაქსიმალური ოდენობაა წელიწადში 15 000 ლარი.

ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ, ინდივიდუალური სამეცნიერო პროექტის ფარგლებში ჩაატარონ კვლევები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმში, შეიძინონ სამეცნიერო და საოფისე აპარატურა და სხვ.

გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ახალგაზრდა მეცნიერთათვის ივანე ბერიტაშვილისა და ილია ვეკუას სტიპენდიები 35 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერზე ერთი წლის ვადით,  ყოველთვიურად გაიცემა (სტიპენდიის ოდენობა თვეში 200 ლარია).

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის პროგრამებს უკვე მესამე წელია ახორციელებს.

2007-2008 წლებში საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსების შედეგად დაფინანსდა 92 ახალგაზრდა მეცნიერი, რაზეც დაიხარჯა 1 218 610 ლარი.

2008 წელს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ იქნა სულ 15 სტიპენდიანტი, რაზეც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 36 000 ლარი.

სახელმწიფო გრანტების კონკურსის შედეგად ფონდმა 2006 წლიდან დღემდე სულ 355 სამეცნიერო პროექტი, სხვადასხვა პროგრამებით კი 500-მდე კვლევითი პროექტი დააფინანსა.

საგრანტო დაფინანსების შედეგად უკვე 1700-ზე მეტი მეცნიერი (სულ კი 3000-ზე მეტი ადამიანი) დასაქმდა.

სამეცნიერო კვლევებისთვის სახელმწიფო გრანტების დაფინანსების მოცულობა სახელმწიფოს მხრიდან 2006-2012 წლებში 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ღონისძიებაზე ნიკა გვარამიამ ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრების წევრები წარუდგინა. საქართველოს ნაკრები ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა. ზაფხულში ნაკრების წევრები გაემგზავრებიან მექსიკაში, გერმანიასა და ბულგარეთში საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად.

წელს პირველად საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევის, მომზადებისა და მონაწილეობის ადმინისტრირება ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა განახორციელა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია