დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თავშავა
2011/12/12 12:22:42

თავშავას ადრეც და ახლაც საკაზმ-სანელებელ საშუალებად იყენებენ კარტოფილის, მუხუდოს, ხორცის კერძების და ძეხვის წარმოებაში, სალათებში, აგრეთვე სურნელოვანი ჩაის ნაყენის მისაღებად. მისი ეთერზეთები გამოიყენება ლიქიორისა და ლუდის წარმოებაში. ზეთის შემადგენლობაში შედის ფენოლები - თიმოლი და კარვაკროლი.

 

მედიცინაში თავშავა გამოიყენება უძილობის, ჰიპო და ანაციდური გასტრიტის, ნაწლავების ატონიის დროს - კუჭაშლილობის თანხლებით. ამოსახველებელ საშუალებად ხმარობენ ბრონქიტისა და ბრონქოექტაზის დროს. გამოიყენება აგრეთვე მადისმომგვრელად. ყველა ამ დაავადებისას უმთავრესად თავშავას წყლით გამონაწვლილი იხმარება, რომელსაც ასე  ამზადებენ: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილ თავშავას ბალახს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, დგამენ 15-20 წუთის განმავლობაში და ფილტრავენ, სვამენ თბილ მდგომარეობაში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე ნახევარ ჭიქას, დღეში 3 ჯერ.

სამედიცინო წყაროების მიხედვით თავშავა აწყნარებს ხველას მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, აგრეთვე ყივანახველას დროს. რეკომენდირებულია კუჭისა და ნაწლავების სპაზმების, მტკივნეული მენსტრუაციის, გაზრდილი სქესობრივი აღგზნებულობის, ნერვებაშლილობის, უმადობის, ღვიძლის დაავადების და სიყვითლის დროს. მისი მაგარი ჩაი იწვევს უხვ ოფლდენას. იყენებენ ეგზემის სამკურნალოდ და ჭრილობების მოსაბანად.

ფიტონციდების შემცველობის გამო თავშავას მაღალი ანტიმიკრობული აქტივობა გააჩნია. ყველა ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ დასალევად ამზადებენ თავშავას წყლიან ნაყენს: 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ თავშავას 2 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ (დღე-ღამის დოზა). აბაზანებისათვის გამოიყენება მონაცემები: 100- 200 გ ნედლეულს ასხამენ 2-3 ჭ მდუღარე წყალს და მას სააბაზანოდ განკუთვნილ წყალს უმატებენ. თავშავას სპირტზე ნაყენით დასველებული ბამბა, გამოხრულ კბილში ჩადებისას კბილის ტკივილს აყუჩებს. ჩაიში შერევისას თავშავა (1-2 თანაფარდობით) ძალიან ძლიერ და სასიამოვნო არომატს იძლევა.      თავშავას, კატაბალახას და პიტნის თანაბარი რაოდენობის ნარევის ნაყენი საუკეთესო ძილის წამალია.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია