დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიგ-ბენის ნაცვლად ელისაბედის კოშკი
2012/09/13 13:41:54

ლონდონში ვესტმინსტერის სასახლის საათის კოშკს, რომელიც ბიგ-ბენის სახელითაა ცნობილი, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის პატივსაცემად სახელი ოფიციალურად გადაარქვეს. მას Elizabeth Tower – „ელისაბედის კოშკი“ უწოდეს.

სახელის გადარქმევის ოფიციალური ცერემონია გუშინ  გაიმართა. ფირფიტა, რომელზეც კოშკის ახალი სახელია დატანილი, თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ წარმოადგინა.

ვესტმინსტერის სასახლის საათის კოშკი 1858 წელს ააგეს და 96,3-მეტრიანი  შენობა დღემდე დიდი ბრიტანეთის სიმბოლოა.

1860 წლიდან ვესტმინსტერის სასახლის საათის კოშკს მეფის კოშკი ერქვა, შემდეგ სახელი გადაარქვეს და ვიქტორია დაარქვეს. ამიერიდან მას ელისაბედ-ტაუერს დაუძახებენ.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1841
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია