დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ადამიანებო, გთხოვთ სიცოცხლეს!“
2011/03/28 12:52:00

სტუდენტი იყო, როცა, სრულიად შემთხვევით, ფოტოზე თავისი სოფლის პეიზაჟი აღბეჭდა. მას შემდეგ ეს საქმე მისი სულიერების გამოძახილი და ცხოვრების ნაწილი გახდა.

 

დღეს თემურ ძიძიგური ცხვირის ქირურგიული ცენტრის დირექტორია და სამედიცინო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენელი მართალია, პროფესიით მედიკოსია, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს ფოტოაპარატთან მეგობრობაში.

უკვე მრავალი წელია, რაც ფოტოგამოფენებს აწყობს. ამ დღეებში დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში 130-მდე ნამუშევარი წარუდგინა დამთვალიერებელს, სახელწოდებით „საქართველოს ხედები“.

- ეს გამოფენა ჩემთვის დიდი წარმატება იყო. ხელოვანები, ინტელიგენციის წარმომადგენლები აღტაცებით მილოცავდნენ, რომ ძალიან კარგი ნამუშევრები მაქვს. მათი შეფასებები ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ნამდვილად არ მოველოდი, ასეთ აღიარებას თუ მოიპოვებდა ჩემი ფოტოები. უახლოეს მომავალში 

თბილისელ დამთვალიერებლებსაც წარვუდგენ ნამუშევრებს. - ამბობს თემურ ძიძიგური. პეიზაჟებით, პირველ რიგში, იმის თქმას ცდილობს, რომ არ ინადირონ, არ მოკლან, ბრაკონიერება არ დაიწყონ ფრინველებისა თუ ცხოველების მიმართ. -„ბედნიერებაა და შესაშურია, მათ ყოველდღიურად ბალახები რომ უყურებს“.

ყურადღებას იპყრობს არჩვის ფოტოს ქვეშ მიწერილი რამდენიმე წინადადება: „მთებში მოგზაურობისას არჩვს გადავაწყდი... მან საშუალება მომცა, ფოტოაპარატი ამომეღო, ჩამერთო, მომემართა და სურათი გადამეღო. ამის შემდეგ არჩვი მიიმალა... იგი მიყურებდა, თითქოს თქვენთან მაბარებდა: ადამიანებო, გთხოვთ სიცოცხლეს“.

- დამთვალიერებელს მინდა ბუნების ენით ველაპარაკო და მათი სილამაზე ვუჩვენო. არჩვის ფოტოთი კი კიდევ ერთხელ შევახსენო, ცოცხალს ნუ მოკლავენ.

ნამუშევრების გაჩუქებისგან თავს იკავებს, მხოლოდ მათთვის არ ენანება, ვინც ნამდვილად იცის ხელოვნების ფასი. მუდმივად ახლის ძიებაშია, ფოტოს აღბეჭდვის განწყობაც ყოველთვის აქვს. მთავარია თავად ბუნების განწყობა, კარები დაკეტილი არ უნდა ჰქონდეს და ფოტოხელოვანს მუშაობაში ხელი არ შეუშალოს. ხელოვანი ცდილობს, ფოტოები ცოცხალი და მეტყველი იყოს, განსხვავებული და ორიგინალური სათაურებით. ყველა ფოტო თავისებურად უყვარს. თითქმის ვერცერთს გამოარჩევს. ალბათ, იმიტომ, რომ ბუნების ცხოვრებით ცხოვრობს, საქართველოს წარმტაც ადგილებს აღბეჭდავს და შემდეგ დამთვალიერებლამდე მიაქვს ის, რასაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აფიქსირებს.

- ჩემს ნამუშევრებში თავისუფლებისა და სივრცის საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მაგალითად: ტოტებდაზიანებული ნაძვი, რომელიც მთელ სივრცეს გაჰყურებს და სრულიად მარტო, ამაყად დგას მთის ფერდობზე, არ აშინებს ბუნების მკაცრი კლიმატი, თითქოს ადამიანივითაა, მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერია, რომ ცოცხლობს და არსებობს“.

სამუშაო დღეებში პაციენტების მიღება, ოპერაციები, პროფესიული მოვალეობები. თავისუფალ დროს კი, სულ სხვა სამყაროს, სხვა განზომილების ძიება, სადაც ყველაფერს ხელოვნების სიყვარული უდევს საფუძვლად და სადაც მხოლოდ ბუნებასთან შეხვედრის სურნელი ტრიალებს. ეს  ქირურგისა და ფოტოხელოვანის ჩვეულებრივი ცხოვრებაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1823
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია