დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნარინჯისფერი ღვინოების ათეულში ორი ქართული ქარვისფერი ქვევრის ღვინო დაასახელა
2015/08/02 12:43:57

The Independent-მა საუკეთესო ნარინჯისფერი ღვინოების ათეულში ორი ქართული ქარვისფერი ქვევრის ღვინო დაასახელა - პირველ ადგილზე თბილღვინოს ქვევრი 2011 (£ 9), მეათეზე კი - რამაზ ნიკოლაძის ცოლიკოური 2013 (£ 21).


გაზეთი საკუთარ მკითხველებს მიაწვდის მცირე ინფორმაციას ქვევრის ტექნოლოგიისა და აღნიშნული ღვინოების მწარმოებელთა შესახებ. ასევე, მოცემულია ელ-რესურსების მისამართები, სადაც ბრიტანელ მომხმარებელს ამ ღვინოების შეძენა შეუძლია.


ღვინოების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო როგორც ღვინის ხარისხი, ასევე - საუკეთესო ფასი.


როგორც ჩანს, independent-ის პუბლიკაციის შემდეგ გაზეთის მიერ რეკომენდებულ ღვინოებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ამ მომენტისთვის თბილღვინოს ქვევრი 2011 Marks & Spencer-ის ონლაინ მაღაზიაში მთლიანად გაყიდულია.

 

wyaro:  საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია