დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრების მოწვევის საკითხს დღეს განიხილავენ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 11:30:03
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრების მოწვევის საკითხს შესაბამის კომისია   
დღეს განიხილავს.  ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ კომისიის შემადგენლობაში თავადაც შედის.
"გადაწყდება, რა სახით მოვიწვევთ უცხოელ სტუმრებს. ვიცი, რომ უცხოეთში ინტერესი არის", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელი 17 ნოემბერს უნდა გაიმართოს,  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, პრეზიდენტის ფონდში შესაბამისი თანხები აღარ არის, შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1237
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია