დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერ-მინისტრმა 2014 წელი ახალგაზრდობის მხარდაჭერის წლად გამოაცხადა
ავტორი:
2013/დეკემბერი/18 17:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2014 წელი ახალგაზრდობის მხარდაჭერის წლად გამოაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა, მიიჩნევს, რომ მთავრობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართვაზე უფრო კონცენტრირებული უნდა იყოს.
"ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ საქართველოში 160 ახალგაზრდული ორგანიზაცია არსებობს. 2014 წელს ახალგაზრდობის მხარდაჭერის წლად ვაცხადებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალგაზრდობასთან მჭიდრო ურთიერთობა მთავრობის ვალდებულებაა.
"ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებად ახალგაზრდობის ხელშეწყობა მიმაჩნია. ახალგაზრდობა არის ის რესურსი, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური პროგრესი თუ სხვა. ახალგაზრდობა არის პერსპექტივა, ჩვენი მომავალი, ამიტომ უნდა არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. მეც თქვენს მსგავსად ვარ ახალგაზრდა და მე, როგორც მთავრობის მეთაური გპირდებით, რომ ვიქნები კიდევ უფრო კომუნიკაბელური და გახსნილი თქვენთან. ყველა ახალგაზრდას უნდა მიეცეს თავისი ნიჭის რეალიზების საშუალება", - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ახალგაზრდების მეტ ჩართულობაზე მუშაობისკენ მოუწოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია