დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც იმედია, მალე მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ნატოს წევრობა ჰქვია
ავტორი:
2018/მაისი/26 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze_45dde.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495357-mikheil-janelidze-chven-gavagrdzelebth-reformebs-romelic-imedia-male-migviyvans-im-miznamde-rasac-natos-tsevroba-hqvia.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც იმედია, მალე მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ნა...", "datePublished": "2018-05-26 16:08:47", "dateModified": "2018-05-26 16:08:47", "description": "ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან, გავაგრძელებთ ჩვენს რეფორმებს, რომელიც იმედია, მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze_45dde.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან, გავაგრძელებთ ჩვენს რეფორმებს, რომელიც იმედია, მალე მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჰქვია ნატოს წევრობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც 2021 წელს საქართველოს ნატოს წევრობას ეხებოდა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ყოველთვის იმაზე, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დაფიქსირდეს.

„საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნატოსთან დაახლოების კუთხით. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომლითაც ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს, ეკონომიკური განვითარების პროექტებს და რაც მთავარია, თავდაცვის სფეროში რეფორმებს, რომელიც გაწერილია ნატოსთან შეჯერებული ყოველწლიური პროგრამით. ჩვენ ასევე ეფექტურად ვახორციელებთ არსებით პაკეტს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს და აახლოებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველომ უკვე ყველას კარგად აჩვენა თუ რამდენად მზადაა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან, გავაგრძელებთ ჩვენს რეფორმებს, რომელიც იმედია, მალე მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჰქვია ნატოს წევრობა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 458
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია