დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსეთის საგარეო უწყება ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
ავტორი:
2014/აგვისტო/23 17:00:02
რუსეთის საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის "ჰუმანიტარული კოლონა" უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების ნებართვის და "წითელი ჯვრის" ჩართულობის გარეშე შევიდა, სიცრუეს უწოდებს.
"ეს მორიგი ტყუილია" , - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასში ნათქვამია, რომ მოსკოვმა 12 აგვისტოს კიევის თანხმობა მიიღო, ხოლო ""დონეცკის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ უკრაინელი მებაჟეები და მესაზღვრეები.
"რაც შეეხება "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტს, ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას თავისი წესები გააჩნია, რომლითაც ყოველთვის არ ხდება მათი მხრიდან ჰუმანიტარული აქციების ჩატარების საჯაროობა. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით ამ წესებს. თუმცა, თუ ნატოელებს აინტერესებს სიმართლე რუსეთის ჰუმანიტარულ მისიასთან დაკავშირებით, მათ შორის "წითელი ჯვრის" ჩართულობასთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინას მიმართონ. ეჭვი არ გვეპარება, რომ იქ მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას. ტყუილის თქმა და პატივცემული საერთაშორისო ორგანიზაციის ღალატი, არ არის კარგი" , - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ნატო-ს გენერალუმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტის მორიგი დარღვევაა.
"ვგმობ რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის ხელისუფლებისა და "წითელი ჯვრის" თანხმობის გარეშე. ეს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევაა, მათ შორის ბოლოს ბერლინსა და ჟენევაში აღებული ვალდებულებების, ასევე რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის მორიგი დარღვევა. ამას შეუძლია მხოლოდ გააღრმავოს რეგიონში კრიზისი, რომელიც რუსეთმა თავად შექმნა და რომლის გამწვავებასაც აგრძელებს", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 906
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია