დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჟორიძე - ვიღაცას მართლა უნდა, რომ უკანონო მოსმენები გააგრძელოს
ავტორი:
2014/ნოემბერი/30 11:30:03
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მიმანიშნებელი იქნება, რომ ვიღაცას მართლა უნდა, უკანონო მოსმენები გააგრძელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის შეთავაზება პარლამენტისადმი ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით მისაღებია, რადგან ამ შემთხვევაში გასაღები შს სამინისტროს ხელში არ იქნება.
"პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის კონცეფცია ბევრად უკეთესია იმაზე, რაც პარლამენტმა მიიღო. მისი უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ შს სამინისტროს გასაღები არ აქვს. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში გასაღები რჩება შს სამინისტროში, რაც ნიშნავს უკანონო მოსმენის შესაძლებლობის დატოვებას. ანუ, თუ მოინდომებს ამას შს სამინისტრო, გააკეთებს და შესაბამისად, ჩვენ სამართალდამცველი სტრუქტურის კეთილ ნებაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული.
პრეზიდენტის ვერსიაში გასაღები არ არის შს სამინისტროში და სასამართლო არის როგორც ნებართვის გამცემი, ასევე გასაღების გადამატრიალებელი ორგანო. პრეზიდენტის ამ შეთავაზებაზე ვეტოს დაძლევა მიმანიშნებელი იქნება, რომ ვიღაცას მართლა უნდა, უკანონო მოსმენები გააგრძელოს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა უნდა განახორციელონ ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მთავარია, როგორ აკეთებს ამას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია