დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ბერუჩაშვილი - ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა
ავტორი:
2014/დეკემბერი/15 16:30:01
ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თამარ ბერუჩაშვილი სასტუმრო "თბილისი მაროიტში" დაესწრო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას "2015-17 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა – სამომავლო პერსპექტივები". მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ნათელი მაგალითია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება მუშაობას იწყებს. მისივე თქმით, რეგიონული განვითარების თემა ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებას ეხება.
"ის ახალი ინოვაციური მიდგომები, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ნორმების სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე რეგიონების განვითარების კუთხით, მხარდაჭერილია ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან. ეს არის ძალიან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა- 30 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი გარანტირებულია. ამასთან ერთად, ეს არის ძალიან სერიოზული საქსპერტო მხარდაჭერა", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვეულებრივი ხელშეკრულება. მინისტრის განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულება ემსახურება საქართველოს განვითარებას და ეს არის ხელშეკრულება რომლის ამოქმედებაში ასევე დიდი წვლილი ექნება თავად ევროკავშირს.
"ეს იქნება ფინანსური დახმარება, ეს იქნება საექსპერტო დახმარება და რაც საქართველოს დღეს განსაკუთრებით სჭირდება, პოლიტიკური დახმარება. დარმწუნებული ვარ, ევროპარლამენტში წარმატებით ჩაივლის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია. ათმა წევრმა ქვეყანამ უკვე გააკეთა დოკუმენტის რატიფიკაცია, დანარჩენები ალბათ რიგის სამიტამდე ამ პროცესს დაასრულებენ. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს თვისობრივად აბსოლუტურად ახალი ურთიერთობის ჩარჩო საქართველოს ევროპეიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება. ამ პროცესში ყველა უნდა ჩავერთოთ. ეს არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი, საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
"2015-17 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა" საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 9 ივლისს დაამტკიცა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია