დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძე - დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს მნიშვნელოვნად გავამარტივებთ
ავტორი:
2018/ივნისი/20 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze17.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499529-mamuka-bakhtadze-diasporis-tsarmomadgenlebisthvis-moqalaqeobis-mighebis-procedurebs-mnishvnelovnad-gavamartivebth.html", "headline": "მამუკა ბახტაძე - დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს მნიშვნელოვნად გავამ...", "datePublished": "2018-06-20 13:28:20", "dateModified": "2018-06-20 13:28:20", "description": "ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze17.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპორის წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. ბახტაძის შეფასებით, დიასპორა უნდა იყოს მთავრობის და ზოგადად მთელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ბოლო ათწლეულებში არსებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ აიძულა ბევრი ადამიანი, რომ საზღვარგარეთ წასულიყო.

„დიასპორის ჩართულობის მხრივ მე რამდენიმე მიმართულება შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ალბათ პირველ რიგში უნდა ვთქვათ ქართული ენის შესწავლის საკითხი. ამ კუთხით ონლაინ გაკვეთილების ჩატარების საკითხი ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც მე პირადად აქტიურად ვიმუშავებ. ამასთან ერთად იცით, რომ ახალი ინიციატივის მიხედვით ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს. რა თქმა უნდა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში მოვახდინოთ უკეთესი ინტეგრირება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების. მე აქ ძალიან ბევრ შესაძლებლობებს ვხედავ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა სასტარტო კაპიტალისა და საბანკო-საკრედიტო დაზღვევის მექანიზმების შესახებ. ჩვენი შეფასებით, რა თქმა უნდა ამ ინიციატივებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ამ პორტფელში ქალი მეწარმეებისა და დიასპორის წარმომადგნელების შესაძლებლობების შექმნას, რომ მათ განავითარონ ბიზნესი საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, რაც არსებობს დიასპორაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია