დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
8 ოქტომბერს პარლამენტს ვირჩევთ
8 ოქტომბერს პარლამენტს ვირჩევთ
სულ ნანახია 1640
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

8 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. ნებისმიერმა მოქალაქემ იცის, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს, მაგრამ რის გაკეთება შეუძლია საქართველოს პარლამენტის წევრს ამომრჩევლისათვის და, საერთოდ, რა უფლებამოსილებით ვირჩევთ ჩვენს რჩეულებს, ამის თაობაზე ამომრჩევლებში საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენაა.

გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებების მოკლე მიმოხილვას - რისთვის ვირჩევთ და რა უფლებამოსილებებით 2016 წლის 8 ოქტომბერს პარლამენტის დეპუტატებს?!

 

ვის ვირჩევთ?!

 

საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს პრინციპი განმტკიცებულია უმაღლესი კანონის - კონსტიტუციის ჩანაწერით. თავის მხრივ, ხალხი ხელისუფლებას ახორციელებს უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმებით, მათ არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევით.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას (მარტივად რომ ვთქვათ, ის ჩვენი სახელით იღებს სხვადასხვა სახის კანონებს); განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; ასევე, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პარლამენტი შედგება 150 წევრისაგან, რომლებიც აირჩევიან  4 წლის ვადით. პარლამენტის წევრების არჩევა ხდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნებით, ფარული კენჭისყრით.

 საკანონმდებლო ორგანო კომპლექტდება ორი წესით: პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ამომრჩეველი პროპორციული სისტემით (ანუ პარტიული სიით) ირჩევს 77 დეპუტატს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 73 პარლამენტის წევრს.

 

რა უფლებამოსილებით ვირჩევთ

 

რაც შეეხება პარლამენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს, მისი განსაკუთრებული უფლებამოსილებაა, განახორციელოს ხალხის მიერ უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების სახით მისთვის მინდობილი ინტერესები, საპარლამენტო კონტროლი და განსაზღვროს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

პარლამენტის პრეროგატივა საკმაოდ ფართეა, თუმცა ეს ისეთი შინაარსის უფლებამოსილებებია, რომლებიც ატარებენ ზოგად, ფუნდამენტურ ხასიათს, მათ შორის:

· საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა;  კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება და საერთოდ,  საკანონმდებლო საქმიანობა;

·  ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

· საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის/უნდობლობის გამოცხადება და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლი;

· საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის დადგენა;

· საქართველოს მთავრობისათვის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნა და მისი მოსმენა;

· საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება ან მათთან შეერთება, მათი დენონსირება, გაუქმება;

· საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ომისა და ზავის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;

· ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

·  გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეების, ოდენობებისა და შემოღების წესების დადგენა, გადასახადებისა და  მოსაკრებლებისაგან განთავისუფლების, საფასურების შემოღების წესების დადგენა

·  საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 

საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის ერთ-ერთი პრეროგატივა - მთავრობისათვის ნდობის ან უნდობლობის გამოცხადება.

8 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. ნებისმიერმა მოქალაქემ იცის, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს, მაგრამ რის გაკეთება შეუძლია საქართველოს პარლამენტის წევრს ამომრჩევლისათვის და, საერთოდ , რა უფლებამოსილებით ვირჩევთ ჩვენს რჩეულებს, ამის თაობაზე ამომრჩევლებში საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენაა.

გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებების მოკლე მიმოხილვას - რისთვის ვირჩევთ და რა უფლებამოსილებებით 2016 წლის 8 ოქტომბერს პარლამენტის დეპუტატებს?!

 

 

ვის ვირჩევთ?!

 

საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს პრინციპი განმტკიცებულია უმაღლესი კანონის - კონსტიტუციის ჩანაწერით. თავის მხრივ, ხალხი ხელისუფლებას ახორციელებს უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმებით, მათ არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევით.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას (მარტივად რომ ვთქვათ, ის ჩვენი სახელით იღებს სხვადასხვა სახის კანონებს); განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; ასევე, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პარლამენტი შედგება 150 წევრისაგან, რომლებიც აირჩევიან  4 წლის ვადით. პარლამენტის წევრების არჩევა ხდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნებით, ფარული კენჭისყრით.

 საკანონმდებლო ორგანო კომპლექტდება ორი წესით: პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ამომრჩეველი პროპორციული სისტემით (ანუ პარტიული სიით) ირჩევს 77 დეპუტატს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 73 პარლამენტის წევრს.

 

 

რა უფლებამოსილებით ვირჩევთ?!

 

რაც შეეხება პარლამენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს, მისი განსაკუთრებული უფლებამოსილებაა, განახორციელოს ხალხის მიერ უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების სახით მისთვის მინდობილი ინტერესები, საპარლამენტო კონტროლი და განსაზღვროს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

პარლამენტის პრეროგატივა საკმაოდ ფართეა, თუმცა ეს ისეთი შინაარსის უფლებამოსილებებია, რომლებიც ატარებენ ზოგად, ფუნდამენტურ ხასიათს, მათ შორის:

· საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა;  კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება და საერთოდ,  საკანონმდებლო საქმიანობა;

·  ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

· საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის/უნდობლობის გამოცხადება და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლი;

· საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის დადგენა;

· საქართველოს მთავრობისათვის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნა და მისი მოსმენა;

· საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება ან მათთან შეერთება, მათი დენონსირება, გაუქმება;

· საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ომისა და ზავის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;

· ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

·  გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეების, ოდენობებისა და შემოღების წესების დადგენა, გადასახადებისა და  მოსაკრებლებისაგან განთავისუფლების, საფასურების შემოღების წესების დადგენა

·  საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 

საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის ერთ-ერთი პრეროგატივა - მთავრობისათვის ნდობის ან უნდობლობის გამოცხადება.

 

 

სიახლე მაჟორიტარული არჩევის წესში

 

ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში ვირჩევთ, 150 დეპუტატს. მათგან ნაწილი ირჩევა პარტიული სიების საფუძველზე, ნაწილი კი - მაჟორიტარული წესით.

მაჟორიტარული არჩევის წესი მანამდე დაკავშირებული იყო მუნიციპალიტეტის საზღვრებთან, თუმცა დღეს ეს შეიცვლილია - შესაძლოა, ერთი და იგივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სხვადასხვა მაჟორიტარი კანდიდატისთვის მოუწიოს ხმის მიცემა. მაგალითად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი ერთ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს, დანარჩენები კი - ხარაგაულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტთან ერთად - სხვა  მაჟორიტარს.

 ასეთი რამ იმ საკნონმდებლო ცვლილებების შედეგია, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების მიზნით. 2015 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს და მიიჩნია, რომ ის წესი, რომლითაც აქამდე მაჟორიტარ დეპუტატებს ვირჩევდით, არაკონსტიტუციური იყო და არ უზუნველყოფდა ამომრჩეველთა ხმის თანაბარ წონას. კერძოდ, საარჩევნო ოლქებში არ იყო რეგისტრირებული თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი და სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ  შესაძლებლობა, ერთნაირად  მოეხდინათ გავლენა არჩევნების შედეგებზე.

მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128 545 ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 5 810  ამომრჩეველი.  ამდენად, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოსი, რაც აშკარად მეტყველებდა სისტემის დისკრიმინაციულობაზე.

ზოგადად რომ აღვნიშნოთ, არჩევნების ორგანიზების მიზნით, იქმნება თავისებური ადმინისტრაციული დანაყოფები - საარჩევნო ოლქები. მაჟორიტარული საარჩევნო  ოლქი კი არის სპეციალურად საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი ერთმანდატიანი ოლქი (ერთმანდატიანი ნიშნავს იმას, რომ ერთი ოლქი ირჩევს  პარლამენტის ერთ წევრს). სწორედ აღნიშნული ოლქების საზღვრებში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის თავიდან ჩამოყალიბდა, რისი მიზანიც იყო ამომრჩეველთა ხმების ძალა ადეკვატურად ასახულიყო მანდატის წონაში და მიღწეული ყოფილიყო ე. წ.  „ხმის თანაბრობა“. 

ვინაიდან მანდატების რაოდენობა იგივე დარჩა და პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ შეცვლილა, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამო განხორციელებული ცვლილებების შედეგად მივიღეთ ის, რომ ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქი ან გამსხვილდა ან შემცირდა ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრების მიზნით და ამიტომ შეიცვალა მხოლოდ ოლქის საზღვრები. ამის გამო კი გვერდიგვერდ მდებარე სოფლები, რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მოხვდნენ.

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი

 

ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის განმარტების თანახმად, მანდატი წარმოადგენს ვისიმე რწმუნებულობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამრიგად, დეპუტატის მანდატი გულისხმობს იმ დელეგირებულ უფლებათა ერთობლიობას, რომელსაც იგი ხალხისგან იღებს (საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი) და რომელიც წარმოადგენს იმ უფლებების და მოვალეობების, პრივილეგიათა და პასუხისმგებლობათა ერთადერთ საფუძველს, რომელიც, ჩვეულებრივ, პარლამენტის წევრს გააჩნია. პარლამენტის წევრის მანდატი შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც უფლება, იყო პარლამენტარი, ანუ წარმოადგენდე ხალხს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ხალხის სახელით მიიღო კანონები.

საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. კონსტიტუციის ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტში არჩევის შემდეგ, პირი არის არა პარტიის ან მუნიციპალიტეტის (მაჟორიტარული წესით არჩევის შემთხვევაში), არამედ სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და ამომრჩევლის მიერ მისი გამოწვევის მექანიზმები  არ არსებობს. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტის წევრი თავისუფალი იყოს ნებისმიერი სახის გავლენისაგან და მხოლოდ საკუთარი შეხედულებების, სინდისის და რწმენის საფუძველზე განახორციელოს მისთვის ხალხის მანდატით მინიჭებული უფლებამოსილებები.

ასევე, უფლებამოსილებების თავისუფლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, პარლამენტის წევრს გააჩნია იმუნიტეტი - მისი დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია მხოლოდ დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.

გარდა ამისა, უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას. დეპუტატის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტის წევრს პრივილეგიებთან ერთად აქვს კონკრეტული შეზღუდვებიც. მაგალითად, პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს კანონი. ამ მოთხოვნათა დარღვევისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება.

 

 

რა უფლებამოსილება აქვს პარლამენტის წევრს?

 

პარლამენტის წევრის ყველაზე მთავარი და ძირითადი უფლებამოსილება არის ხალხის სახელით მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებაში და აღმასრულებელი ხელისუფლების (საქართველოს მთავრობის) საპარლამენტო კონტროლში. ამისათვის კი მას აქვს რიგი მექანიზმები, კერძოდ:

პარლამენტის წევრი უფლებამოსილია, კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მიიღოს მათგან პასუხი.

პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს ან საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვთ, შეკითხვით მიმართონ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებული არიან, უპასუხონ დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.

პარლამენტი უფლებამოსილია,რომ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს

მთავრობის ხელმძღვანელი (პრემიერ-მინისტრი).

 

 

როდისაა შესაძლებელი საქართველოს პარლამენტის დათხოვნა

 

 

საქართველოს პარლამენტის დათხოვნა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და ეს ძირითადად დაკავშირებულია მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებასთან. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი პარლამენტი ვერ მოახერხებს, ნდობა გამოუცხადოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს - საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ეს მექანიზმი გათვალისწინებულია ერთადერთი მიზნით - არ შეიქმნას ვაკუუმი ხელისუფლებაში, თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმური, ხალხის ნდობით არჩეული ხელისუფლება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია