დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები იმერეთში
მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები იმერეთში
სულ ნანახია 1827
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„სამართლიანმა არჩევნების“  მიერ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში საუბარია ვანსა და ხარაგაულში პოლიტიკური  ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე.

„პარტია „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, რომელიც პარტიაპაატა ბურჭულაძესახელმწიფო ხალხისათვისმხარდამჭერია, სოსო ჩიტორელიძეს პარტიაქართული ოცნების ოფისშისიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პარტიის განცხადებითქართული ოცნებისოფისში იმყოფებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, მისი მოადგილე ლაშა გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი და ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანისა და ხონის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი.

პაატა ბურჭულაძესახელმწიფო ხალხისათვისვანის თავმჯდომარემ კობა ძაგნიძემსამართლიანი არჩევნებისდამკვირვებელს განუცხადა, რომ სოსო ჩიტორელიძე პარტიაქართული ოცნებისოფისში ვანში მომხდარი სტიქიურ უბედურების საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს, თუმცა პარტიის ლიდერებმა მასზე ზეწოლა მისი შვილის - ბესო ჩიტორელიძის გამო მოახდინეს, რომელიც პარტია „პაატა ბურჭულაძესახელმწიფო ხალხისათვისწარმომადგენელია ვანის მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ლაშა გიორგაძესამართლიანი არჩევნებისდამკვირვებელთან საუბარში აღნიშნულ ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, 23 ივლისს, შაბათს, პარტიაქართული ოცნებისოფისში შეხვედრა მართლაც გაიმართა და მათი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გრიგოლ ლილუაშვილს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა ვანის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, რომლებიც ამავდროულად /ქართული ოცნებისმხარდამჭერები არიან. ლაშა გიორგაძემ აღნიშნა, რომ სოსო ჩოტორელიძე შეხვედრაზე მართლაც იმყოფებოდა, თუმცა მის მიმართ არანაირ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.’’ – ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშში აღნიშნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რესპუბლიკელი თავმჯდომარის ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობაც.

,,ინგა მაღრაძის განცხადებით, მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა საკრებულოში მხოლოდ იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ იგი რესპუბლიკური პარტიის წევრია, და ამ საკითხის წამოჭრა დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.

საკრებულოს წევრის, ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხის განხილვის მიზეზი გახლდათ საკრებულოს წევრებს შორის შეუთანხმებლობა რიგ საკითხებზე.

აღნიშნულის მიზეზი კი წევრთა პარტიულობას უკავშირდება, რადგან მათი ნაწილი პარტია „ქართული ოცნებისწევრია, ხოლო ნაწილი „რესპუბლიკური პარტიის“.

აღსანიშნავია, რომ 27 ივლისის სხდომაზე საკითხის განხილვისას ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადასაყენებლად საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მოგროვდა.

ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე საუბრობს სამართლიანი არჩევნები ტყიბულშიმინი ფეხბურთის ფინალურ მატჩის  რომელიც ტყიბულის  მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული,  დასრულების შემდეგმუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს მიულოცეს და გადასცეს საჩუქრები. დეპუტატობის კანდიდატმაც მიულოცა გამარჯვებულებს და სიტყვით მიმართა, რაც აგიტაციის ნიშნებს შეიცავდა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტია გამოვლენილი თერჯოლაშიც.

2016 წლის 18 ივლისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, თეიმურაზ ჯაფარიძე „ქართული ოცნებისმიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებით გამოცხადდა (Mitsubishi Pajero, სანომრე ნიშნით TE-041-RJ). ავტომანქანა, თერჯოლაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველოს რაიონულ ოფისთან იდგა.

შეხვედრაზე შეკრებილი იყვნენ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისწევრები და აქტივისტები, დაახლოებით 700-მდე ადამიანი, ისინი ემზადებოდნენ ქუთაისში წასასვლელად, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა უნდა მომხდარიყო.

გამგებლის მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე რიცხული მანქანის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებას.” – ნათქვამია ანგარიშში.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტად მიაჩნიათ ასევე,  ქუთაისში,  18 ივლისს, გიორგი კვირიკაშვილის მიერ იმერეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის დღეს გამოვლენილი დარღვევები. კერძოდ, „სამართლიანი არჩევნებისინფორმაციითაღნიშნული შეხვედრისთვის ქუთაისის საჯარო სკოლებიდან და ბაღებიდან პედაგოგების მობილიზება მოხდაქუთაისის მე-5 ბაღის ერთ-ერთი პედაგოგის განცხადებით, ყველა თანამშრომელი დაბარებული იყო მერიაში 6 საათზე, საიდანაც უნდა წაეყვანათ 8 საათზე დაგეგმილ ღონისძიებაზე.

 

 

მართა მარგველანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია