დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ხაბეიშვილი: „თითოეული ლეტალურად დასრულებული ოპერაცია ექიმისთის ჯოჯოხეთია“
ირაკლი ხაბეიშვილი: „თითოეული ლეტალურად დასრულებული ოპერაცია ექიმისთის ჯოჯოხეთია“
სულ ნანახია 1136
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

რუბრიკასაზოგადოებრივი ფონენდოსკოპის“  სტუმარია ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი ხაბეიშვილი.

ირაკლი ხაბეიშვილი 1988 წლის  6 დეკემბერს, ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა წმინდა ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტში. პოსტდიპლომური განათლება  კი ბელორუსიაში, ქალაქ მინსკში მიიღო.

 2015 წლიდან დღემდე  მუშაობს  კლინიკა ლ.ჯ-ში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ტრავმატოლოგის ოჯახში იზრდებოდა, ბავშვობაში სამხედრო პილოტობაზე ოცნებობდა, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც ექიმობაზე შეაჩერა. პროფესიის სიმძიმე გათავისებული აქვს,  მაგრამ პაციენტების უმადურებას   მაინც მიჰყავს ხოლმე იმედგაცრუებამდე.  გულწრფელობით გამორჩეული რესპონდენტის ინტერვიუ მოლოდინის შესაბამისად,  საინტერესო გამოვიდა.

 

 

დიალოგი

- ბატონო ირაკლი ერთ-ერთ ინტერვიუში მამათქვენმა, ბატონმა  ზურაბ ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ არ უნდოდა მის რომელიმე შვილს სამედიცინო განათლება მიეღო. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

- ზოგადად ყველა მშობელს ურჩევნია შვილი, ასე ვთქვათ, გაკვალულ გზას გაჰყვეს, მაგრამ მამამ ზუსტად იცოდა ის სირთულეები რაც ამ სფეროშია, ამიტომ  სურდა სხვა პროფესია ამერჩია. სიმართლე გითხრათ,დედას უნდოდა ექიმი გავხდარიყავი. თუმცა, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც ჩემი ამ სფეროს მიმართ სიყვარული და ის ნიჭი აღმოჩნდა, რომელიც მაქვს.

- თუ გინანიათ ოდესმე ამ პროფესიის არჩევა?

- ექიმის ცხოვრებაში  ასეთი წუთები მაშინ დგება,  როდესაც პაციენტის  სიცოცხლის გადასრაჩენად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ  ის  მაინც უკმაყოფილოა.

- როგორც ვიცით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ერთ-ერთ  კურსი ესპანეთში გაიარეთ, სადაც კატალონიის საფეხბურთო კლუბების სპორტსმენებს, მათ შორის საფეხბურთო გუნდ „ბარსას“ წევრებს სამედიცინო დახმარებას უწევდით. იქ მიღებული პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ გვიამბეთ.

- დიახ, მე ვიმყოფებოდი კატალონიის საფეხბურთო ფედერაციის მთავარი ექიმ-კონსულტანტის რამონ კუგატის სასწავლო ინსტიტუტიში, რომელიც ემსახურება კატალონიის ტერიტორაზე არსებულ ყველა საფეხბურთო კლუბის სპორტსმენს. აქ ხდება დაშავებული ფეხბურთელების ძვალ-სახსართა ტრავ-მების გამოვლენა, მკურნალობა და  საჭიროების შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა. იქ ყოფნის პერიოდში საშუალება მქონდა, მემუშავა  რამონ კუგატის გვერდით და ძვალ-სახსსროვანი ტრავმების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები შემესწავლა.

- გვიამბეთ იმ სიახლეებზე, რაც ქუთაისის სამედიცინო სივრცეში თქვენი კარიერის დაწყებას უკავშირდება?

- შეიძლება  ხმამაღალი ნათქვამი იყოს,მაგრამ  პირველებმა  ჩვენ და-ვიწყეთ ევროპული პროტოკოლის შესაბამისი ოპერაციების გაკეთება, რის შემდეგაც სპორტსმენებს აღარ უწევთ აღმოსავლეთში, ან თურქეთში სამკურნალოდ წასვლა. 

უცხოეთში მიღებული გამოცდილების შემდეგ, პირველად დასავლეთში, ჩვენ დავნერგეთ: თრომ-ბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციები; ართროსკოპიული მეთოდით წინა ჯვარედინი იოგის პლასტიკა.ძვალკვეთის ოპერაციები (ოსტეოტომია - ართროსკოპიული ასისტირებით), იდაყვის სახსრის ართროსკოპია; მომავალში ვგეგმავთ მენჯ-ბარძაყისა და მხრის სახსრის  ართროსკოპიის განვითარებას.

- ვის შეგიძლიათ ექიმი შეადაროთ?

- ჩვენ, ძვალ-სახსართა ქირურგები ალბათ არქიტექტორებს ვგავართ, რადგან  ძვლებს და ხრტილებს ვაშენებ.

- რას  განიცდის  ექიმი, როდესაც პაციენტის გადარჩენას ვერ ახერხებს?

- თითოეული ლეტალურად დასრულებული ოპერაცია ექიმისთვის ჩვეულებრივი ჯოჯოხეთია.  განცდა, რომ შესაძლოა რაღაცის შეცვლა შეგეძლო და ვერ მოახერხე, გარდაცვლილ პაციენტზე ხშირად გაფიქრებს.

- ცნობილი მამის შვილი ხართ, რომელსაც თქვენს დარგში დიდი სახელი აქვს. როგორ მოქმედებს ეს ფაქტი თქვენს კარიერაზე?

- მქონია შემთხვებები პაციენტებს  მამაჩემში შევშლივარ.  ასაკისა  და გამოცდილების გათვალისწინებით მას მეტ ნდობას უცხადებენ, ამიტომ ხშირად დამჭირვებია პაციენტის დარწმუნება, რომ მეც შემიძლია შესაბამისი დონის მომსახურების გაწევა.

ზოგადად, მე და მამა სხვადასხვა პროფილით ვმუშაობთ, მაგრამ კადრების სიდუხჭირის გამო დღეს ვიწრო სპეციალობები მკვეთრად  გამიჯნული  არაა და ყველაფერი:  ტრავმატოლოგია,  ორთოპედიული ქირურგია და სპორტული მედიცინა ერთ დეპარტამენტშია გაერთიანებული, ეს ფაქტორიც  აბნევს პაციენტებს.

 სიმართლე გითხრათ,  მამის ჩრდილი არასდროს  მიგრძვნია, პირიქით მსიამოვნებს როცა მას მადარებენ ან ერთმანეთში ვერევით.

- რატომ აირჩიეთ კარიერის გასაკეთებლად ქუთაისი?

- გულწრფელად გეტყვით, ის ნიშა, რაც მე აქ ავიღე, თბილისში  უკვე დაკავებული იყო. სხვა ქალაქში შესაძლოა ამ დონის წარმატების მისაღწევად მეტი დრო დამჭირვებ, ან საერთოდ დავკარგულიყავი. ქუთაისმა სიახლეების დანერგვვის შესაძლებლობა  მომცა.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია