დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურძანაძე ხელისუფლაბისგან ყველა იმ სასწავლებლბის დახურვას ითხოვს, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს გულენის სახელს
ნინო ბურძანაძე ხელისუფლაბისგან ყველა იმ სასწავლებლბის დახურვას ითხოვს, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს გულენის სახელს
სულ ნანახია 1773
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ამ სასწავლებელთა სიAაში ორი სკოლა ქუთაისში მდებარეობს

 

დემოკრატიული მოძრაობისლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოში არსებული ყველა იმ სასწავლებილის მინიმუმ ერთი წლით დაუყოვნებლივი დახურხვა მოითხოვა, რომლების შესაძლოა ფეთჰულა გულენის სახელს უკავშირდებოდეს.

უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ სასწავლებლებთან დაკავშირებულ საკითხს და ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა მათ მიმართ არსებული პრეტენზიის თაობაზე, სასწავლებლებს ლიცენზია უნდა შეუჩერდეს.

„ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელებში სწავლობენ. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ახალგაზრდები, მათი უფლებებისა და ინტერესების შელახვის გარეშე, გადანაწილდნენ სხვა სასწავლებლებში ისე, რომ მათი სასწავლო პროცესის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ის ბრალდებები, რომელიც ისმის ამ სასწავლებლებთან დაკავშირებით, არის ძალიან სერიოზული ბრალდებები და მათი შესწავლა უნდა მოახდინოს უპირველეს ყოვლისა უშიშროების სამინისტრომ და რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს განათლების სამინისტრო.

თურქეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ არაერთგზის განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ის ადანაშაულებს ფეთჰულა გულენს. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია ვამტკიცო ან ერთი - დანაშაული ამ ადამიანისა, ან მეორე - უდანაშაულობა. არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ეხება ამ ადამიანის სახელთან დაკავშირებულ სასწავლებლებს, რომლებიც განლაგებულია საქართველოში.

მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ძალიან სერიოზული მითქმა-მოთქმა“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დემოკრატიული მოძრაობისლიდერმა ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. მან ასევე მოიყვანა აზერბაიჯანის მაგალითი, რომელმაც ანალოგიური სასწავლებელი, საკმაოდ პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, სწორედ ამ მოტივით დახურა.

მე კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს ხელისუფლებისაგან ჩემს ამ ინიციატივაზე და მიმართვაზე პასუხს, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

***

აქვე გთავაზობთ იმ დაწესებულებათა სიას, რომელიც ფეთულაჰ გიულენის სახელს უკავშირდება საქართველოში. მან საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი შექმნა

ამის შესახებ ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" თურქეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფეთულაჰ გიულენმა საქართველოში კომპანიაჩაღლარიდააფუძნა. სწორედ ამ კომპანიამ შექმნა სასწავლო დაწესებულებების ქსელი
კომპანიაჩაღლარი”, რომლის პარტნიორიც ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, გიული ალასანიაა, 12 სასწავლო დაწესებულებას აერთიანებს
დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი;

თბილისის სკოლა-ლიცეუმისხივი”; 

ბათუმის . შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა

რუსთავის რუსთაველის სახელობის დაწყებითი სკოლა

ბათუმის უნივ. მოსამზ. კურსები და ენათა ცენტრი

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი

ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა

ბათუმის . შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი

რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი

 

მარნეულის უნივ. მოსამზ. კურსები და ენათა ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია