დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საეჭვო კვლევა და უწიგნურობის მაღალი პროცენტი ქუთაისში, თელავში, ბათუმსა და თბილისში
სულ ნანახია 1827
ავტორი:

ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა  ქუთაისის ილია ჭავჭავძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. კვლევა ორგანიზაცია ACT - განახორციელა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით. იგი 2013-2015 წლების მონაცემებს ეყრდნობა და მოიცავს საქართველოს ხუთ დიდ ქალაქს:თბილისს, ქუთაისს, ბათუმს,თელავსა და  რუსთავს. 

კვლევის პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი გამომცემლები, მწერლები პოეტები   და ბიბლიოთეკის დირექტორები, ასევე, მწერალთა კავშირისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

როგორც ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრის ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა აღნიშნა, კონკრეტული კვლევის მიზანი   იყო, 2013-2015 წლების სტატისტიკური ინფორმაციის მიღება  წიგნის სეგმენტის ყველა კომპონენტის შესახებ. კვლევის პროცესში გამოიკითხა საქართველოს ხუთ ქალაქში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 700-მდე რესპონდენტი,(რომლებიც ქუჩაში შემთხვევითობის პრინციით შეირჩა), 34 გამომცემლობა  და საქართველოში მოქმედი დიდი  ბიბლიოთეკები. კვლევის პროცეში გამოყენებული იყო შემდეგი ტექნიკა: ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები ჩატარდა გამომცემლობების,დისტრიბუტორების და წიგნის მაღაზიების წარმომადგენლებთან, წინასწარ შემუშავებული კითხვარის საშუალებით. პირისპირ ინტერვიუები - მხატვრული ლიტერატურის მკითხველებთან, წინასაწარ შემუშავებული კითხვარის საშუალებით. აღნიშნული კომპონენტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს დიდი ქალაქების მცხოვრებლების წიგნიერების დონის  დადგენა  და წიგნის კითხვასთან დაკავშირებული უპირატესობების განსაზღვრა.

როგორ კვლევამ აჩვენა, გამომცემლებისთვის ყველაზე მომგებიანია მხატვრული ლიტერატურის გამოცემა-გაყიდვა,  2013-2015 წლებში გამომცემლების მიერ მიღებული შემოსავლის ყველაზე დიდი წილი სწორედ მხატვრული ლიტერატურის გაყიდვებზე მოდიოდა.   მეორე ადგილზეა აკადემიური-პროფესიული ლიტერატუტა(20%), საბავშვო ლიტერატურა 13%,  ხოლო დამხმარე სახელმძღვანელოები - 9%.

წიგნის შეძენის პრაქქტიკა გამოკითხულ ქალაქებს შორის მეტნაკლებად თანაბარია. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, ბუნებრივია, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად ყიდულობენ წიგნებს, ვიდრე - შედარებით უფროსი ასაკობრივი კატეგორია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთი წლის მანძილზე 6 წიგნზე მეტი თითქმის  არავის შეუძენია. ჟაანრების მიხედვით  მონაცემები ასე გადანაწილადა: რომანი 88%, მოთხრობა 52%,  ნოველა 23%,  ლექსი14%, დღიური 9% და .შ.

 კვლვის იმ ნაწილის პრეზენტაციამ, რომელიც ეხებოდა წიგნის კითხვის პრაქტიკას რეგიონების მიხედვით, აუდიტორიის უკმაყოფილება გამოიწვია. კერძოდ,წიგნის კითხვის პრაქტიკა რეგიონალურ  ჭრილში, აჩვენებს, რომ ქუთაისში 62,2%-  საერთოდ არ წაუკითხავს ამ წლებში წიგნი, თბილისში 48,6%-, ბათუმში 51,5%-, თელავში 58,1%-როგორც ხედავთამ კუთხით ქუთაისი გამოკითხული ქალაქებიდან ლიდერობს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა გააპროტესტა ის ფაქტი,რომ კვლევაში არ მონაწილეობდნენ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკები. მის უკმაყოფილებას მედეა მეტრეველმა უპასუხა:“საუნივერსიტეტო ბაზა საერთოდ გამოირიცხა კვლევის ობიექტიდან,რადგან ეს კვლევას საერთოდ შეცვლიდა.“  პრეზენტაცია დისკუსიაში გადაიზარდა და რამდენიმე სტუმარმა, კვლევის კომპეტენტურობაშიც შეიტანა ეჭვი.

psnews.ge-  შეხვედრის  შეჯამება  სთხოვაქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს, მედეა მეტრეველს: „კვლევა, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის დაკვეთით ჩაატარა კვლევითმა ორგანიზაცია  ATC-მა  არის საინტერესო და ააშკარავებს იმ პრობლემებს,რომელიც დღეს წიგნის ბაზარზე არსებობს. აუდიტორიისგან იყო მწვავე შეფასებები ამ კვლევის მიმართ, თუმცა,სამწუხაროდ, ეს ციფრები ასახავს რეალობას. მისი მიზანია, გამოვააშკარაოთ ყველა პრობლემა და ვეცადოთ მათ აღმოფხვრასრაც შეეხება ორგანიზაციის მიმართ გამოთქმულ უნდობლობას, ეს კვლევითი ორგანიზაცია არის საკმაოდ სერიოზული და აქვს კარგი სახელი. ჩვენი მიზანი იყო წიგნის ბაზრის კვლევა, მკითხველის უნარ-ჩვევების განსაზღვრაბიბლიოთეკების საქმიანობის შეფასება მკითხველთან ურთიერთობის დინამიკის და სხვა მაჩვენებლების იდენტიფიცირება, ასევე - ყველა სხვა სეგმენტის განსაზღვრა, რაც წიგნის ბაზართანაა დაკავშირებული. ამ სავალალო შედეგებს კი აუცილებლად ვაცნობებთ კულტურის სამინისტროს.“

კვლევის სრული ინფორმაააცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.facebook.com/georgiannationalbookcenter

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია