დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტმა 121 მსჯავრდებული შეიწყალა
სულ ნანახია 1446
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გიორგობის დღესასწაულისთვის 121 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქედან 93 საპატიმრო დაწესებულებას 21 ნოემბერს დატოვებს.


მისივე თქმით, 28 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება.

„121 მსჯავრდებულიდან 3 არის ქალბატონი და 3 მსჯავრდებული არის არასრულწლოვანი. სულ კომისიამ, რომელიც 14 და 15 ნოემბერს მუშაობდა, 752 მსჯავრდებულის საქმე განხილა და მათგან 350 არსებითად განიხილა. სხვა საქმეები არ აკმაყოფილებდა არსებითი განხილვისთვის საკმარის კრიტერიუმებს,“ - განაცხადა ქორიძემ.

 

შეწყალება შეეხო განზრახ მკვლელობის მუხლზე ერთ მსჯავრდებულსაც და მას სასჯელი გაუნახევრდა.

 


ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების აქტი ნარკოტიკული სასჯელისთვის მსჯავრდებულებსაც შეეხოთ, თუმცა გასაღების ბრალდებით მსჯავრდებულები შეწყალებულთა შორის არ არიან. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია