დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ყველაზე რეიტინგული ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოდიან
სულ ნანახია 954
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

2017 წლის განმავლობაში საქართველოში 7,5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 1 194 433 ვიზიტორით (18.7%-ით) მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველომ ყველაზე მეტი - 1.71 მილიონი ვიზიტორი სომხეთიდან მიიღო. ვიზიტორთა განსაკუთრებით მაღალი - 164%-იანი ზრდა შეიმჩნევა საუდის არაბეთიდან, ასევე 118%-იანი ზრდა არის ირანიდან, ინდოეთიდან კი ვიზიტორთა ნაკადი 64%-ით არის გაზრდილი.

 

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

სომხეთი - 1.71 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 14%;

აზერბაიჯანი - 1.69  მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11%;

რუსეთი - 1.39 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 34%;

თურქეთი - 1.24 მილიონი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 0.8%;

ირანი - 322 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118%;

უკრაინა - 193 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10%;

ისრაელი - 125 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 35%;

ინდოეთი - 59 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 64%;

ყაზახეთი - 56 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%;

საუდის არაბეთი - 56 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 164%;

 

რამდენი იყო ამ ვიზიტორებში ტურისტი

ამ 7,5 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 3.5 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ..) იყენებენ.

 

ტურიზმის სექტორის შემოსავლები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის პირველ სამ კვარტალში ტურიზმის სექტორის შემოსავლებმა $2.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2016 წელთან შედარებით 29%-ით მეტია. ტურიზმი საქართველოს მშპ- 7%- ქმნის.

 

სასტუმროების სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 1.9 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სასტუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 66 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 17.9 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 12.1 ათასი საწოლია.

 

ტურიზმის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30:- შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56:-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21: შეადგინა, 2014 წელს კი, სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7: გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო, 2017 წელს ზრდის ტემპმა 18.7%- მიაღწია.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია