დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პროფკავშირი ტყიბულის შახტში დაგეგმილ შემცირებებს აპროტესტებს
პროფკავშირი ტყიბულის შახტში დაგეგმილ შემცირებებს აპროტესტებს
სულ ნანახია 616
ავტორი:

 

 

 

სა­ზო­გა­დოების­თვის ცნობილი­ა, რომ  2018 წლის 15 ივ­ნისს, მას შემ­დეგ, რაც შახტებზე მომხდარ უბედურ შემთხვე­ვას 4 მე­შახტე ემსხვერ­პლა, ხოლო 6-მა სხეუ­ლის და­ზი­­ნება მი­­ღო, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­­ღო გა­დაწყვე­ტი­ლება, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რები დი­დი ხნის გან­მავ­ლობაში ითხოვ­და - კერ­ძოდ: ტყიბულ­ში შეწყდა ნახშირ­მო­პო­ვება და სო­ცი­­ლუ­რი პარ­ტნი­­რობის სამმხრი­ვი კო­მი­სი­ის მი­ერ გა­მოცხადებული კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირ­ჩა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლების მქო­ნე სა­ექ­სპერ­ტო კომ­პა­ნი­ა, რო­მე­ლიც შახტებზე შრო­მი­თი რის­კების შე­ფა­სებას რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლობაში ახორ­ცი­­ლებდა და 2018 წლის ბოლოს შე­საბამი­სი დას­კვნაც და­დო. მე­შახტეებს იძუ­ლებითი მოც­დე­ნის მთელ პე­რი­ოდ­ზე შრო­მის ანაზ­ღა­­რება ეძ­ლე­­დათ.

"სამ­წუხაროდ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რებული ტე­რი­ტო­რიებიდან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლობის და სო­ცი­­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, გერ­მა­ნუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო კომ­პა­ნი­ის მი­ერ მომ­ზა­დებული დას­კვნა დღემ­დე არ გა­­საჯარო­ვებია. არც ის არის ცნობილი, რა წე­რია დას­კვნა­ში და არც ის არის ცნობილი, რო­გო­რი სა­ინჟინ­რო გა­დაწყვე­ტა იქ­ნა ნა­პოვ­ნი ნახშირ­მო­პო­ვების გა­საგ­რძე­ლებლად ისე, რომ მი­ნი­მა­ლი­ზებული იქ­ნას შრო­მი­თი რის­კები და საფრთხეები.

მიუხედა­ვად, ყოვე­ლი­ვე ზე­მოთ­თქმუ­ლი­სა, 2019 წლის აპ­რი­ლის ბოლო­დან, მე­შახტეებს შე­უზ­ღუ­დეს კუთ­ვნი­ლი ანაზ­ღა­­რებადი შვებულებით სარ­გებლობის უფ­ლება, ხოლო GIG ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლები საუბრობენ იმა­ზე, რომ მა­­სის თვე­ში ნახშირ­მო­პო­ვების დაწყება იგეგ­მება უკ­რა­­ნუ­ლი ჯგუ­ფის ოპე­რი­რების ქვეშ. მა­თი­ვე განცხადებით გა­უქ­მდება ძი­ძი­გუ­რის შახტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი კორ­პუ­სი და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა, მე­შახტეები ძი­ძი­გუ­რის შახტა­ზე იმოძ­რა­ვებენ მინ­დე­ლის შახტი­დან სა­ვენ­ტი­ლა­ციო გვი­რაბის გავ­ლით და რომ საბოლოო ჯამ­ში 250-მდე ადა­მი­­ნის შემ­ცი­რება იგეგ­მება.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ხდება იმ ფონ­ზე, რომ ცნობილი არ არის რა წე­რია გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტების მი­ერ მომ­ზა­დებულ დას­კვნა­ში, რა რე­კო­მენ­და­ციები იქ­ნა გა­ცე­მუ­ლი რის­კებისა და საფრთხეების შე­სამ­ცი­რებლად და რა სა­მუ­შა­ოები გა­ნახორ­ცი­­ლა ოპე­რა­ტორ­მა კომ­პა­ნი­ამ რე­კო­მენ­და­ციების შე­სას­რუ­ლებლად.

ასე­ვე, უც­ნობია კომ­პა­ნი­ის მი­ერ და­­ნონ­სებული რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გეგ­მა, და­­საბუთებელია მი­სი მი­ზა­შე­წო­ნი­ლობა და უც­ნობია რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მარ­თლებრი­ვი ას­პექ­ტებიც.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­­ლი კავ­ში­რების გა­ერ­თი­­ნება ტყიბულ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სების გა­მო შეშ­ფო­თებას გა­მოთ­ქვამს და მო­ითხოვს: დაუყოვ­ნებლად გა­საჯაროვ­დეს სა­ექ­სპერ­ტო კომ­პა­ნი­ის მი­ერ მომ­ზა­დებული დას­კვნა, გა­საჯაროვ­დეს ტყიბულის ნახშირ­მომ­პო­ვებელ სა­წარ­მოს­თან და­კავ­ში­რებული ყვე­ლა პრო­ცე­სი და უზ­რუნ­ველყოფი­ლი იქ­ნას ამ პრო­ცე­სებში სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რების ჩარ­თუ­ლობა.

წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში, მოვ­ლე­ნების ნე­გა­ტი­­რი გან­ვი­თა­რების ყვე­ლა შე­საძ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რებით, მთე­ლი პა­სუხის­მგებლობა და­­კის­რება სა­ქარ­თე­ლოს მთავ­რობას და ოპე­რა­ტორ კომ­პა­ნი­ას“, - ნათ­ქვა­მია პროფ­კავ­ში­რების განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია