დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მივაწოდოთ წყალი ზემოდან ქვემოთ
მივაწოდოთ წყალი ზემოდან ქვემოთ
სულ ნანახია 1691
ავტორი:

ღმერთის წყალობით შეიქმნა დედამიწაზე გონიერი არსებისთვის სასურველი სასიცოცხლო პირობა, და შეიქმნა ადამიანი, რომლისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს გარკვეული გარემო, ატმოსფერო, ნიადაგი და წყალი. ამ პირობიდან ჩვენი მდგომარეობის განსაზღვრა ხდება ყველა კომპონენტის მიხედვით. რაც სტერილური და ახლოა აღნიშნული კომპონენტები ბუნებრივთან, მით უფრო ჯანმრთელი, სიცოცხლის უნარიანი და ბუნებრივ შესაძლებლობებთან მიახლოებულია გონიერი არსება.

2004 წელს იმერეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის მიერ გამოშვებული იქნა მცირე მოცულობის ბროშურა „წყალი - ქვეყიერების მეუფე“, რომლის შექმნის ძირითადი ინიციატორები იყვნენ ფონდი „ჰორიზონტი“ და „CARE International“. ჯგუფის ნამუშევარმა და დამატებით დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხსენებამ სათანადო შედეგი გამოიღო და იმერეთში - ქუთაისიდან დაიწყო სახელისუფლებო შტოებმა ზრუნვა წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგებისაკენ. თუმცა, იგი დღემდე მოუწესრიგებელია, ვერ ვიტყვით, რომ თანხები ამ მიმართულებით არასაკმარისია ან ეფექტურად იხარჯება.

წარმოდგენილი სტატიის არსს შეადგენს, საზოგადოებას ვაცნობო არსებული მდგომარეობა და ერთხელ კიდევ შევატყობინოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენც რაღაცებს ვხვდებით. მაშ, ასე, დღეისათვის იმერეთის პირობებისათვის არსებული მდგომარეობა შემდეგია:

- იმერეთში არსებული 12 მუნიციპალიტეტთან ცენტრალური წყალმომარაგების ქსელი აქვს 11-ს (არა აქვს ვანს).

- საკუთარი რესურსით იკვებება 10 მუნიციპალიტეტი (საკუთარი წყარო არ გააჩნია სამტრედიას).

- მუნიციპალიტეტების წყალმომარაგება ხდება გრაფიკით;

- წყლის მიწოდების ტექნოლოგია, სისტემა, სტრუქტურა და მეთოდიკა გაუარესებულია, რაც წინა საუკუნის დასაწყისში გვქონდა.

დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, წყლის რესურსები საერთოდ, და მათ შორის - იმერეთის რეგიონში, საკმაოდ მოგვეძიება. აქვე აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების მესვეურები ისე გაზარმაცდნენ, რომ წყლის გაწმენდისათვის თანხის დახარჯვა საერთოდ არ სურთ და ძირითადათ გამოიყენება მიწისქვეშა წყლები, რაც მოიპოვება კოლხეთის დაბლობზე, რის გამოც გარკვეულ სირთულეებთან გვაქვს საქმე (ელენერგიის გაზრდილი ხარჯი, პროდუქტის გაძვირება, ხარისხის გაუარესება). აქვე აღსანიშნავია, რომ გეოლოგიის პროფესორ, ბატონ ლევან ხარატიშვილს ნარკვევში „საქართველოს მტკნარი მიწისქვეშა წყლები (რესურსები ათვისება დაცვა)“ მოცემული აქვს ცხრილი, სადაც საქართველოს მიწისქვეშა წყლების რესურსების სამრეწველო რესურსი აღემატება მის მოთხოვნილებას, საჭიროა მისი გამოყენება.

დღეის მდგომარეობით წყალი წარმოადგენს მომავლის პროდუქტს, რადგანაც მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით, იზრდება მისი მოთხოვნილებაც და მოხმარებაც. ამდენად წყლის რესურსი სახელმწიფოებრივად წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსს, რის გამოც იგი კონსტიტუციაში განსაზღვრულია, როგორც „განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული“ (თავი პირველი, „ზოგადი დებულებები“, მუხლი 3, პუნქტი ბ), რაც იკითხება შემდეგნაირად: „სახელმწიფოს საზღვრების სტატუსი, რეჟიმი და დაცვა; ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსი, მათი დაცვა“.

ამდენად, წყლის რესურსების პატრონად გვევლინება მხოლოდ სახელმწიფო და სხვა არავინ.

საქართველოში ჩამოედინება 26 ათასამდე დიდი, საშუალო და მცირე სიდიდის მდინარე, ჯამური სიგრძით 59.8 ათასი კმ. მდინარეების მიერ, საქართველოში მოსული ნალექების სახით, ზღვაში ჩაედინება 56,40 მ3/წმ წყალი, რომელსაც ემატება მეზობელი ქვეყნებიდან შემომატებული 8,74 მ3/წმ წყალი. ამდენად საქართველოს მტკნარი წყლის არათუ პრობლემა აქვს, არამედ მისი მოცულობა აჭარბებს კიდეც სახელმწიფოში არსებული მოთხოვნილებებს (კომუნალური, სამრეწველო, სარწყავი და სხვა).

შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა საქართველოს წყალს ჰყავს სერიოზული პატრონი სახელმწიფო და მისი მოცულობა საკმაოდ აჭარბებს სახელმწიფო მოთხოვნას მოხმარების მხრივ. ამდენად წყალი გვაქვს ჭარბი რაოდენობით.

რა რაოდენობის წყალი გვჭირდება და რისთვის? - აღნიშნული საკითხის გასარკვევად მივაკითხოთ რეგულაციებს, რაც დაგვიწესა საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელმა კომისიამ ხალხისათვის კომუნალური ხასიათის ხარჯებისათვის. ასეთი წყლის რაოდენობა მოიცავს 60 მ3 სასმელ წყალს წელიწადში, ერთ სულ მოსახლეზე. ანუ საქართველოს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის რაოდენობისთვის დაგჭირდება 60X3 მილიონ ადამიანზე, რაც ტოლია 220 მლნ მ3 სასმელი წყლისა. მიღებული რიცხვი შეადგენს საქართველოში ჩამოდენილი წყლის ზღვაში ჩადინების 4 წმ-ში მოცულობას. ჩვენს მიერ გათვლილი კომუნალური მოხმარების წყლის გარდა, მხედველობაში მივიღებთ ყველა დანარჩენი სახის წყლის მოხმარებას, მაშინ მივხვდებით, რომ ერთ წუთში მიღებული წყლის რაოდენობა საქართველოს ტერიტორიაზე საკმარისია ყველა სახის წყლით დასაკმაყოფილებლად, გარდა ჰიდროენერგეტიკისა.

წყლის საერთო რაოდენობა სახელმწიფოსათვის საკმარისზე მეტია, დარჩა მისი ეფექტური ათვისება. გონივრულად მოხმარება კი აუცილებელია.

ჩვენდა საბედნიეროდ, საქალაქო, ანუ როგორც მას ვუწოდებთ - ურბანული წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია - საქართველოში ერთ-ერთი პირველთაგანი დაიწყო ქუთაისში. იგი დაიწყო 2008 წლის მეორე ნახევარში, დასრულდა 2010 წელს. უზრუნველყო ქუთაისში 8-საათიანი წყლის მიწოდება გრაფიკით და შეამცირა წყლის დანაკარგები ქსელში სამოცი პროცენტიდან ორმოცამდე, ანუ დაახლოებით 40%-ით, შეცვლილი იქნა ქსელისათვის მილგაყვანილობის მასალა, გაუმჯობესდა მოწოდებისა და აღრიცხვის პარამეტრები. მიუხედავად ასეთი წინსვლისა, საკმაოდ ჩამორჩება შემდეგი საკითხები:

- პარტნიორული ურთიერთობა მომხმარებელთან;

- გამჭვირვალობა;

- ეფექტურობა;

- მომჭირნეობა;

- მომავლის ხედვა;

- ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება სასმელი წყლისა და მომხმარებლის ხარჯზე და სხვა.

ეხლა ჩვენ გავარკვიოთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა მომხმარებელთან და წყლის ფაქტორთან დაკავშირებით.

უკვე ჩამოყალიბებულ განხილვაში ჩვენ ბათილად ჩამოვაყალიბეთ წყლის აუცილებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში და მისი უზრუნველყოფის შესაძლებლობები სამშობლოში. ახლა განვიხილოთ შესაძლებლობების გამოყენება და მასთან დამოკიდებულება სამთავრობო სტრუქტურებიდან.

წყლის შესახებ ზრუნვა დაიწყო 2005 წლიდან (თანხის მოძიება, პროექტირება, შესწავლა, ანალიზი, სინთეზი, დაგეგმარება, მშენებლობა). აღმოჩნდა, რომ საქართველოში შედარებით მაღალი პასუხისმგებლობით წყლის საკითხს მოეპყრნენ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბორჯომსა და ფოთში. აღნიშნულ ქალაქებში დღეისათვის მეტნაკლებად მოგვარებულია წყლით უზრუნველყოფის საკითხი, თუმცა აქაც პრობლემებია.

- წყალმომარაგების სისტემა, სტუქტურა;

- ტარიფის სიძვირე და მისი მეთოდიკის მიღება დისკუსიის საფუძველზე.

- წყლის ხარისხი და მიწოდების ხედვა; კონკრეტული გრაფიკით;

- დარგობრივი ხელმძღვანელობის უგულისყურობა, დაბალი პროფესიონალიზმი.

ამდაგვარად, წყლის პრობლემა საქართველოში საკმაოდ მწვავედაა და მის შესახებ  ხედვა არავის ჩამოუყალიბებია, არც ერთი მიმართულებით. არავის გაუანალიზებია 2009-2010 წლების რეფორმა.

აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციამ ჩამოვაყალიბეთ რამოდენიმე საკითხისადმი ჩვენი მიდგომა ისე, როგორც ეს ჩვენ ვიგრძენით, შევთავაზეთ რამოდენიმე უწყებას. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიმღებებმა ვერ/არ მიიღეს ჩვენი წინადადება, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ. ჩვენ ვთვლით, რომ სასმელი წყლით მომარაგების მესვეურები არ ითვალისწინებენ იმ ფასეულობას, რაც გვაქვს, რის შესახებ მათ უთითებენ სასულიერო, საერო და საერთაშორისო ორგანიზაციები, გამოცდილი ხალხი. ამან მიგვიყვანა თანხების უაზრო ხარჯვამდე (თუ არა - განიავებამდე, გაფლანგვამდე), დემოკრატიის პრინციპების უარყოფამდე (დეცენტრალიზაცია), ბუნებრივი მონოპოლიის კომერციულ მონოპოლიამდე მიყვანამდე და საერთოდ, ბუნებრივი პროცესების უარყოფამდე (წყალი მხოლოდ ზემოდან ქვემოთ მოედინება).

ჩვენი ორგანიზაცია გთავაზობთ, არსებული მდგომარეობიდან გამოვიდეთ ქვემოთ მოყვანილი მეთოდებითა და საშუალებებით.

1. სისტემა

გამოვიყენებთ ბუნებრივ თვისებას და წყალს მივაწოდებთ ზემოდან ქვემოთ (და არა ისე, როგორც ქუთაისში). აღნიშნული პირობის დასაკმაყოფილებლად მოგვიწევს წყლის რესურსების ძებნა-ძიება მაქსიმალურად მაღალი წერტილიდან თვითდინებით წყლის მისაღებად შესაძლებელი წყაროდან. ასეთი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მოითხოვს ცალკე მეურნეობას, რომელიც დაკავებული იქნება აღნიშნული საკითხით, ანუ რესურსით. ასეთ ორგანიზაციაში მოვიაზრებთ ჰიდროლოგებს, გეოლოგებს, წყლის ტრანსპორტიორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ურბანულ ერთეულში სასმელი წყლის შემოტანას.

აღნიშნული ორგანიზაციის მოვალეობა იქნება:

- მოიძიოს, გამოიკვლიოს და დაასკვნას სასმელი წყლის რესურსი, განსაზღვროს მისი ხარისხი, შესაძლებლობა და რეჟიმი, ანუ ხელთ გვექნება სასმელი წყლის საბადო, რომელსაც განვათავსებთ ურბანული დასახლების ზემოთ, მივცემთ სასმელი წყლის ხარისხს და მივაწვდით ურბანულ დასახლებას.

სისტემის პირველი რგოლი იქნება წყლის მოპოვება და მისი მიყვანა სასმელი წყლის კონდიციამდე. ორგანიზაციულად ის ჩამოყალიბდება სახელმწიფოს მიერ როგორც სტრატეგიული ნედლეულის მფლობელი - მომპოვებელი ორგანიზაცია, რითაც დაკმაყოფილდება ერის, ბერის და კონსტიტუციის მოთხოვნები.

შემდეგი ეტაპი იქნება მიღებული სასმელი წყლის ტრანსპორტირება წყაროდან ურბანული დასახლების აუზებამდე და მისი უწყვეტობის უზრუნველყოფა, რომელიც შევა კომერციული ორგანიზაციის ვალდებულებაში და მისი მფლობელობის ვინაობა არავითარ სირთულეს თუ უხერხულობას არ წარმოადგენს.

შემდეგი ეტაპი იქნება ურბანული დასახლების მუნიციპალიტეტის ვალდებულება - მიღებულ წყალს გაუწიოს სადისტრიბუციო მომსახურება. აღნიშნული საკითხი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოვალოება, რითაც დაკმაყოფილდება დემოკრატიის პრინციპი დარგის დეცენტრალიზაციისა და შესრულდება საქართველოს კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რაც დღეს არ არის ბოლომდე მოყვანილი მცირე შესწორებების გამო.

ამდენად, წარმოდგენილი სისტემა, რა თქმა უნდა, მოითხოვს კვალიფიციურ, ერთობლივ, მრავალმხრივ, გულმოდგინე განხილვას, მაგრამ ის შემდგომში იძლევა საკმაოდ დიდ ეფექტს, აკმაყოფილებს დემოკრატიის მოთხოვნებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ხდება დარგის დეცენტრალიზაცია და დეკონცენტრაცია.

აღნიშნული სისტემის დანერგვისათვის საქართველო დღესვეა მზად ნაწილობრივ (შედარებით იოლად), ან მთლიანად - შედარებით ძვირად და ხანგრძლივად. ნაწილობრივ გადასვლის პროცესს - ვგულისხმობთ იმერეთის რეგიონს, რომელიც მრავალმხრივ საინტერესო მუნიციპალიტეტების მქონეა. საინტერესო მუნიციპალიტეტებში გამოვყოფდი ვანის მუნიციპალიტეტს, სადაც ცენტრალური წყალმომარაგების შესახებ ჯერ არაფერი ისმის და საჩხერის მუნიციპალიტეტს, სადაც ცენტრალიზებული წყალმომარაგების საკითხი აყვანილია უმაღლეს რანგში.

წინადადების ავტორების მიზანია: იქნებ, ხელძღვანელობამდე მიაღწიოს წერილმა და მათ გაიგონ, რომ წყალს მარტო ფული არ ჰყოფნის, მას სხვა რაღაცაც სჭირდება.

 

ასოციაცია „ასა“-ს თავმჯდომარე ზაზა ხელაძე

 

P.S.   სტატიის დასაწყის გვახსენებს, რომ წყალი ღვთიურ

მცნებასთანაა დაკავშირებული, რაც საფუძველს იღებს მისი თვისებებიდან.

სწორედ წყლით მოხდა განათვლა, წყალთანაა დაკავშირებული ტერმინები:

შემიწყალე, მიწყალე, წყალობა და სხვა, რაც ერთხელ კიდევ, დამატებით

 

 შეგვახსენებს მის ზეციურობასა და განსაკუთრებულ როლს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია