დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მა­ნა­ნა კობახიძე: „პარ­ლა­მენ­ტის თბილის­ში გად­მო­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რებით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლებების პრო­ექ­ტი მომ­ზა­დებულია“
სულ ნანახია 1792
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ნა­ცი­­ნა­ლუ­რი მოძ­რაობა" ცდი­ლობს, მე­­რე ტუ­რამ­დე ქუ­თა­­სე­ლი ამომ­რჩევ­ლის ემო­ციებზე იმუ­შა­ოს და პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­­სი­დან თბილის­ში გად­მო­ტა­ნის სა­კითხზე სი­ტუ­­ცია და­ძაბოს“, - ამის შე­სახებ  „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ წევ­რის მა­ნა­ნა კობახიძემ განცხადებას სა­ა­გენ­ტო  „აიპ­რეს“ ავ­რცე­ლებს.

 

მი­სი თქმით, პარ­ლა­მენ­ტის თბილის­ში გად­მო­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რებით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლების პრო­ექ­ტი მომ­ზა­დებულია, თუმ­ცა მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში დღის წეს­რიგ­ში მი­სი პირ­ველ სა­კითხად დაყენება არ იგეგ­მება.

ქუ­თა­­სის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტები გვაქვს, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც დაწყებულია, ნა­წი­ლი მო­მა­ვა­ლი ბიუჯეტით არის გათ­ვა­ლის­წი­ნებული. საუბარია ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე, ფარ­თო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებზე, იგი­ვე სამხრეთ-ჩრდი­ლო­­თის და­მა­კავ­ში­რებელ ახალ მა­გის­ტრალ­ზე, თუ რკი­ნიგ­ზის და­კავ­ში­რებაზე აე­რო­პორ­ტთან, რაც ახალ დატ­ვირ­თვას შეს­ძენს ამ ქა­ლაქს. ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დება იმის­თვის, რომ ქა­ლაქს ჰქონ­დეს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლება, იქ სა­მუ­შაო ად­გი­ლები შე­იქ­მნას, მო­ქა­ლა­ქეებს ჰქონ­დეთ უკე­თე­სი ცხოვ­რების პი­რობები და პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში ყოფ­ნით არ გა­ნი­საზ­ღვრებოდეს იქ ეკო­ნო­მი­კის ზრდა.

ეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლების პრო­ექ­ტი მომ­ზა­დებულია, ხოლო რა ეტაპ­ზე დად­გება კენ­ჭისყრა­ზე, რო­გორ გა­დაწყდება ეს სა­კითხი ამა­ზე საუბარი ჯერ ნა­ად­რე­ვია. ამა­ზე უნ­და იმსჯელოს მო­მა­ვალ­მა უმ­რავ­ლე­სობამ“, - აცხადებს მა­ნა­ნა კობახიძე.

ამას­თან, კობახიძის თქმით, კონ­სტი­ტუ­ცი­­ში ცვლი­ლებები ფარ­თო კონ­სე­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე განხორ­ცი­ელ­დება, ამის­თვის შე­იქ­მნება კო­მი­სია.

 

კო­მი­სია, ძა­ლი­ან ფარ­თო წარ­მო­მად­გენ­ლობას გუ­ლისხმობს, ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც აქ­ტი­­რია. საუბარია სა­პარ­ლა­მენ­ტო, არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ზე, ექ­სპერ­ტებზე, კონ­სტი­ტუ­ცი­­ნა­ლის­ტებზე, აკა­დე­მი­ურ წრეებზე, არა­სამ­თვრობო ორ­გა­ნი­ზა­ციებზე, წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნ­და იყოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, სა­სა­მარ­თლო ხელი­სუფ­ლება, მთავ­რობა, პრო­კუ­რა­ტუ­რა, აუ­დი­ტის სამ­სახური“, - აღ­ნიშ­ნა მა­ნა­ნა კობახიძემ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია