დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახალხო დამცველის აპარატი ქუთაისელ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს სწავლობს
სახალხო დამცველის აპარატი ქუთაისელ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს სწავლობს
სულ ნანახია 1754
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

2016 წლის არჩევნებს თავისი მანდატის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატიც აკვირდებოდა. როგორ ჩაიარა არჩევნების დღემ იმერეთის რეგიონში ამის შფასება ვთხოვეთ სახალხო დამცველის  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსს, ქალბატონ მადონა ბასილაძეს.

მან პირველად ჩვენი რედაქციისთვის სახალხო დამცველის აპარატის სახელით ოფიციალური განცხადება გააკეთა ჟურნალისტებზე განხორციელებულ   ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 90- უბანზე მოხდა.

2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზეროგორც კენჭისწყრის დღეს, ასევე, კენჭისყრამდე, წინასაარჩევნო  პერიდოში,  სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში ვახორციელებდით მონიტორინგს, საამისოდ შექმნილი მობილური ჯგუფების მეშვეობით.

წინასაარჩევნო პერიოდში სახალხო დამცელის აპარატში რამდენიმე განცხადება და ინფორამცია მივიღეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად ეხებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენაბას, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლას, მხარდამჭერებზე ზეწოლას და სხვა შემთხვევებს.  რიგ შემთხვევებში საარჩევნო სუბიექტები მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლებოდნენ. თუმცა, ყველა ამ განცხადებასა და ინფორმაციაზე  სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში დღესაც მიმდინარეობს წარმოება, ინფორმაციისა და სათანადო მასალის მოძიება  და გაანლიზება.

რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ჩვენს მიერ განხორციელდა მონიტორინგი იმერეთის რეგიონის სულ  207 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულებაში არსებულ   N49 ქუთაისის საარჩევნო ოლქის N127 საარჩევნო უბანზე და აკადემიკოს . ნანეიშვილის სახელობის  ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  N54 ხონისსარჩევნო ოლქის N30 საარჩევნო უბანზე.

პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში კენჭისყრის პროცესმა  მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და რაიმე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. მშვიდ ვითერაბში მიმდინარეობდა კენჭისყრის პროცესი სხვა დანარჩენ სარჩევნო უბნებზეც.

თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ქუთაისის N90 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის პროოცესში, კენჭისყრის შენობის გარეთ, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესხებ, რა დროსაც ჟურნალისტებზე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერების მიერ გამოყენებული იყო ფიზიკური ძალა, რაც მიუღებელია და დასაგმობია. ამ დროისთვის სახალხო დამცველის თანამშრომლები სარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ყველა მხარეს მოუწოდებდნენ, გაეცნობიერებინათ ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და სტაბილური გარემო შეენარჩუნებინათ. ჩვენ საკუთარი ინიციატივთ დავიწყეთ ამ ფაქტის შესწავლა.

ჩვენი მონიტორების მიერ არჩევნების დღეს  ძირითადად გამოვლინდა საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის, ცალკეულ უბანზე ჟურნალისტების დროულად დაშვების, საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების, საარჩევნო უბანზე არაულფებამოსილი პირის ყოფნის, კომისიის საქმინობაში დამკვირვებლის უხეში ჩარევის, საარჩევნო სუბიექტების მხრიდან აგიტაციის შემთხვევბი. მიმაჩნია, რომ ყველა დარღვევა ყურადსაღებია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ვფიქრობ, რომ დარღვევათა დიდი ნაწილი განპირობებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არასაკმარისი მომზადებით.

რა რეაგირებას მოახდენს სახალხო დამცველის აპარატი ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე? აისახება თუ არა ეს ფაქტი თქვენს ანგარიშში.

როგორც უკვე აღვნიშნე, სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში ამ ფაქტის შესწავლა დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თავლს მიმდინარე გამოძიებას, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლბში. არჩევნებთან დაკავშირებით სახალხო დამცელი ამზადებს სპეციალურ ანგარიშს, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი დარღვევა და ფაქტი იქნება შესაბამისად ასახული.

 

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია