დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იმერეთის გუბერნია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2021
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, IDFI-ის მიერ 2013 წელს რეგიონებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოკვლევაზე შემდეგ განმარტებას აკეთებს.

 

IDFI-ს კვლევაზე დაყრდნობით სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იყო ბუნდოვანი და, შესაძლოა, გარკვეული ობიექტური გარემოებების დაუზუსტებლობამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. უპირველეს ყოვლისა, კვლევაში ასახული მონაცემები 2013 წლის იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობა ვახტანგ ბალავაძეს ეკავა, თუმცა, ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. კონკრეტულად: ინფორმაციის კონტენტი და თანდართული ფოტო შეუსაბამო გახლდათ (ვახტანგ ბალავაძის ნაცვლად მითითებული იყო ზაზა მეფარიშვილის აბრა), რაც ვფიქრობთ, რომ ტექნიკური ლაფსუსია.

 

რაც შეეხება IDFI-ს კვლევას, ეს ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერვე არის გაცემული და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ყველა დაინტერესებული პირისთვის, თუ ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომია.

 

კვლევაში არის მცირეოდენი ცდომილებაც ადმინისტრაციის მიერ შეძენილი ავტომანქანების შესახებ, რაც არ შეესაბამება რეალობას. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას არასოდეს განუხორციელებია მანქანების შესყიდვა.

 

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განმარტების შემდეგ საზოგადოება უფრო სწორად გაიგებს მედიასაშუალებებით IDFI-ის 2013 წლის კვლევაში მოცემულ სტატისტიკას.

 

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია მომავალშიც მზად არის ტრანსფარანტულობისთვის.“ - ნათქვამია გუბერნიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია