დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საახალწლო ფერები
2011/12/19 12:44:52

რა ხდება ქალაქში, საიდანაც პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს მიულოცავს?

რაც უფრო გვიჩნდება სურვილი იმისა, რომ ევროპისა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, მით უფრო მეტი და მეტი თანხა იხარჯება საქართველოში საახალწლო განათებებზე. ევროპის ქვეყნებიდან ჩამოტანილი საახალწო განათება უპირველესად, ბათუმში მონტაჟდება, ბათუმიდან  ის თბილისში გადაინაცვლებს, თბილისში მოძველებული და მობეზრებული განათება კი „მეორე დედაქალაქ“, ქუთაისში ჩამოაქვთ. სამ ქალაქში გამოცვლილი განათება ქუთაისში მაინც მოსწონთ და უხარიათ. უფრო დეტალურად რომ გაგვეგო, თუ რას გეგმავს მერია ახალი წლისათვის და რა ღონისძიებები იმართება, კეთილმოწყობის სამსახურს მივმართეთ.

„საახალწლო ღონისძიებების ტენდერში შპს „არტგენმა“ გაიმარჯვა. ახალ წელს ქალაქის ქუჩების მორთვა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, შარშანდელი განათებების, დაზიანებების შეკეთება მოხდება, რისთვისაც 62 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მეორე ეტაპი იქნება ირაკლი აბაშიძის გამზირის მორთვა, რომელზეც მთლიანად ახალი, ევროპიდან ჩამოტანილი სანათები დამონტაჟდება. შევიძინეთ ასევე 50 ცალი მეტრნახევრიანი სფეროები, რომლებიც სხვადასხვა ფერში განათდება, პარალელურად მოვრთავთ 200-მდე ხეს ერთ ფერში. რაც შეეხება ცენტრალურ ნაძვის ხეს, ჯერჯერობით, არ ვიცით, სად დაიდგმება. მოგეხსენებათ ცენტრალური მოედანი რეაბილიტირების პროცესშია და იქ, რა თქმა უნდა, არ მოხერხდება, ამიტომ ორი ვარიანტი გვაქვს: პირველი - ბალახვანში შეიძლება დაიდგას ცენტრალური ნაძვის ხე, ხოლო მეორე ვერსიაა - ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის წინ დავდგათ. უახლოეს დღეებში მთავარი ნაძვის ხე აუცილებლად დაიდგმება,“ - განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა. 

ქუთაისის კეთილმოწყობისა და კულტურის სამსახურებში ახალი წლის შესახვედრად განსაკუთრებით ემზადებიან, რადგან, არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ქუთაისიდან მიულოცავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია