დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირი - დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად
2011/11/09 13:56:01

ევროკავშირი საქართველოს ოთხ რეგიონში - მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის მორიგ ეტაპს მართავს. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი ურთიერთთანამშრომლობით ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანია აღნიშნული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. საქმიანობა მიმართული იქნება საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისაკენ. მაგალითად: გზების შეკეთება, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ა.შ. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას ადგილობრივ თემებში, სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში მოხდება სოციალური-ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, განსაკუთრებით - შეჭირვებულთა ჯგუფებისათვის.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოწვეულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ კონკრეტული პროექტები. ეს პროექტები შეირჩევა შემდეგ, კონკურსის საფუძველზე,“ - აღნიშნა ირმა ქორთუამ, პროექტის კორდინატორის მოადგილემ.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცები და ასევე იმერეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ევროკავშირის მხადაჭერით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობიუსათვის გაიმართა შეხვედრა. მე, პირადად, წყალტუბოზე შემიძლია ვისაუბრო, სადაც ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა, ვერ ვიტყვით, რომ იდეალური მდგომარეობაა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება,“ - განაცხადა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა მეტრეველმა. 

მსგავსი პრეზენტაციები კიდევ საქართველოს სამ კუთხეში გაიმართება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია