დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რამ დააბნია ტელეფონიანი ქართველობა?
2011/06/27 12:11:08

საერთაშორისო სტანდარტებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი

 

ივნისი ქვეყნის საკომუნიკაციო სისტემაში ცვლილებებისა და საქართველოს მოსახლეობის მასშტაბურად დაბნევის პერიოდია. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების შესაბამისად, 2011 წლის 4 ივნისიდან შეიცვალა საქალაქო სატელეფონო ქსელის ნუმერაცია, ყველა დასახლებულ პუნქტში არსებულ ნომრებს წინ უნდა დაურთოთ 2-იანი. ამრიგად, ქუთაისი 6-ციფრიან სისტემაზე გადავიდა.

„ახალი ქსელების“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი პავლე გიორგობიანი ამ ფაქტს საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობით ხსნის: „როცა ევროპული ქვეყნების უმეტესობას მრავალციფრიანი კომბინაცია აქვთ ნომრებისა, ჩვენი სისტემა მათთან მიმართებაში გამართულად ვერ იმუშავებდა. ქუთაისში 2-იანის დამატებას მნიშვნელოვანი ტექნიკური შეფერხება არ მოჰყოლია. რაც შეეხება წინა კვირაში ინტერნეტის ხარვეზებით მუშაობას, ეს ყველაფერი რიკოთზე მომხდარმა ტრაგედიამ განაპირობა. ხაზები გაწყდა და მათი შეკეთება დროს მოითხოვდა. თუ ისევ სტიქია არ განმეორდება, არამგონია, კვლავ პრობლემა შეიქმნას ამ მხრივ.“

საქალაქო ნუმერაციასთან ერთად შეიცვალა მობილურ ოპერატორებთან დაკავშირების წესიც და სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად დაემატა 5, ინდექსი 8 კი ისევ ძალაში რჩება, თუმცა ერთი ქსელიდან მეორეზე დაკავშირება 8-ანის გარეშეც შეიძლება. გაზეთ „P.S.“-თან ოფიციალური კომენტარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრეს-მდივანმა ხატია ყურაშვილმა გააკეთა: „8-ანი ჩვენი ეროვნული პრეფიქსია და ის არ შეცვლილა. მსოფლიოს არცერთი განვითარებული ქვეყანა ამ პრეფიქსს ქსელის შიდა ზარების განსახორციელებლად არ იყენებს. ამ მიზნით მოხდა ეს ცვლილება, თანაც ნუმერაციის რესურსის გაზრდა იყო აუცილებელი ქვეყანაში მოქმედი მობილური ოპერატორებისთვის და ამიტომ სააბონენტო ნომერს წინ დაემატა 5, რაც შეეხება ახალ ციფრს, იგი მობილური ოპერატორების წარმომადგენლებთან შეთანხმებით შეირჩა.“

რა კრიტერიუმებით აირჩიეს მობილური ოპერატორების წარმომადგენლებმა ციფრი „5“ ჩვენთვის უცნობია, თუმცა, შეიძლება ვანო ჯავახიშვილის შოუში გაჟღერებული ვერსიაც არ იყოს მთლად ურიგო: ხალხი შეეჩვევა და არჩევნებზე ნაციონალებს უფრო მარტივად დაუჭერენ მხარსო.

გარდა საქალაქო და მობილური ოპერატორების ნომრებისა ცვლილებები 27 ივნისიდან შევა ფიჭური პრინციპით მომუშავე ფიქსირებულ სატელეფონო ქსელებშიც (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) და ნომრებს დაემატება ციფრი 7. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 90-XX-XX-XX  გახდება 790-XX-XX-XX; ფიქსირებული სადენიანი სატელეფონო ნომრიდან ან მობილური ქსელიდან უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო  ნომერზე დასარეკავად უნდა გამოვიყენოთ ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-790-XX-XX-XX, ხოლო უსადენო ფიქსირებულ ქსელებში (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) სატელეფონო ზარის შესრულებისას, ციფრების შემდეგი კომბინაცია - 790-XX-XX-XX.

რაც შეეხება საზღვარგარეთიდან საქართველოში ზარების განხორციელებას, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტი კრეფს: +, საქართველოს კოდს - 995, გამოსაძახებელი ქალაქის ახალ კოდს და ამ ქალაქის გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს (მაგ. საზღვარგარეთიდან  ქუთაისში დასარეკად იკრიფება +, საქართველოს კოდი - 995, ქუთაისის ახალი კოდი - 431 და გამოსაძახებელი აბონენტის 6-ნიშნა ნომერი, ე.ი. I995-431-2X-XX-XX).

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის რეფორმირების მიმდინარე ეტაპზე ექსტრემალური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაზის საავარიო სამსახური, დაცვის პოლიცია) და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების მოკლე სპეცნომრები და მათი გამოძახების არსებული წესი უცვლელი რჩება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია