დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საია“-ს ქუთაისის ფილიალში ყოველწლიური კვირეული შეაჯამეს
2010/12/20 15:19:33

17 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში ყოველწლიური კვირეული შეაჯამეს. მას  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

„ტრადიციული ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 10 დეკემბერს და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, საკმაოდ საინტერესო აქტივობები განვახორციელეთ. ეს იყო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, სტუდენტებთან დისკუსია, დევნილებთან შეხვედრები და მათ პრობლემებზე საუბარი, ხოლო ბოლო დღე შემაჯამებელი გახლდათ. დღეს მოხდა მემორანდუმიც გაფორმდა, ხელშეკრულება დაიდო 4 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად პროექტ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. - განაცხადა „P.S.“-თან საუბარში საია-ს   ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ნინო თვალთვაძემ.

 

„საიას“ იურისტებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემისა და ფაქტის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე, როგორიცაა საჯარო ტიპის ინფორმაციის გაცემა, მათ თავიანთი კვლევის შედეგები წარუდგინეს იქ შეკრებილ საზოგადოებას.

 

„ამ კუთხით კიდევ პრობლემები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ამის შესახებ აქტიურად ვსაუბრობთ. ფიქსირდება ფაქტები, როდესაც დაუყოვნებლად გასაცემ ინფორმაციებს 10 დღის შემდეგ გვაწვდიან, ეს საკმაოდ ცუდი პრეცედენტია და ჟურნალისტებს ამ კუთხით განსაკუთრებით უჭირთ. ეს არ ეხება ყველა მუნიციპალიტეტს და სახელმწიფო სამსახურს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, - ძალიან სწრაფად იცვლებიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ვალდებულია გასცეს ამ ტიპის ინფორმაცია და, შესაბამისად, მოქალაქეებს უგვიანდებათ პასუხები, ან საერთოდ იკარგება მათი განცხადებები. ჩვენ პროექტის ფარგლებში ქუთაისის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ჩავუტარეთ ტრენინგ-სემინარები და ასევე გვქონდა გასვლა რეგიონებში, სადაც რამდენიმე ასეთი დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ, ბაღდადში ერთ-ერთ აქტიური ქალბატონი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით დაიბარეს და დეტალური გამოკითხვა დაუწყეს, თუ რაში სჭირდებოდა მას ეს ინფორმაცია, რაც კანონით სასტიკად აკრძალულია, ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. ყოველივე ამას შევიტანთ ჩვენს ანგარიშში, რომელიც საზოგადოებას და შესაბამის სამსახურებს წარედგინება. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, შარშანდელთან შედარებით ამ კუთხით არანაირი წინსვლა არ გვაქვს“, - დასძინა ნინო თვალთვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია