დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ განსაზღვრავს ქუთაისის ბიუჯეტში შემოსული გრანტების ხარჯვას?
2010/11/08 12:51:49

ქუთაისის 2010 წლის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი დაახლოებით 20103,0 ათასი ლარით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტებით შეივსო. ტრანსფერები ძირთადად ორი სახის არის: გათანაბრებითი ტრანსფერი და მიზნობრივი. საშემოსავლო შემოსავლის ძირითადი ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტს მიაქვს. იქ აკუმულირდება თანხა და შემდეგ იგზავნება რეგიონებში. საჯარიმო სანქციები, მოსაკრებლები, ცენტრალური დასუფთავების, ადგილობრივი ქონების შემოსავალი, მიწის, საწარმოთა ქონების გადასახადი კი ქუთაისის ცენტრალურ ბიუჯეტში რჩება და მის ხარჯვას საკრებულო განსაზღვრავს.

 

საინტერესოა, რამდენად აქვს უფლება ქუთაისის საკრებულოს ტრანსფერებით შემოსული თანხის ძირითადი ნაწილის თავისი პროექტებისთვის გამოიყენოს. ცენტრალური ბიუჯეტიდან მოყვება თუ არა გრანტებს პროექტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაფინანსდეს? ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლის მამუკა მღვდელაძის აზრით: „ტრანსფერს განსაზღვრავს ძირითადად კონკრეტული ჯგუფი ან ადამიანები ცენტრიდან, რისთვის რა უნდა დაიხარჯოს. აქ ფორმალურად აწევენ ხელს დასამტკიცებლად. ქუთაისის საკრებულო, და არა მარტო ქუთაისის საკრებულო,  ძირითადი თანხის ხარჯვას საკუთარი პროექტებისათვის ვერ აწარმოებს. მაგ. აუზის მოწყობა იყო ცენტრიდან შეკვეთილი, ვინაიდან კარგად გაპიარდებოდა. ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები რჩება მოუგვარებელი ჩვენს ქალაქში. როგორც ბრეჟნევის მარჯვენა ხელი დაგეგმავდა კრემლში რაიმეს და ისე უნდა გაკეთებულიყო მთელ საბჭოთა კავშირში, ისე ხდება ჩვენთანაც.“

„ძირითადად გრანტებს პროექტები არ მოყვება. ცენტრალური ბიუჯეტიდან ვიყენებთ. ზოგადად ეს არის გზების მშენებლობა, ქუჩების მოვლა, გარე განათება, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და ა.შ. თუმცა „რეგიონული განვითარების პროგრამების დაფინანსების ფარგლებში, განსაზღვრული იყო გრანტებში თანხა, რომლებიც უნდა დახარჯულიყო. მაგ. პარლამენტის შენობის, ოპერის თეატრის, აუზის მშენებლობაში,“ - განაცხადა საფინანსო სამსახურის უფროსმა თემურ ცაგარეიშვილმა „P.S“-თან საუბრის დროს.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერი - 19893,0 ლარს შეადგენს. მიზნობრივი ტრანსფერი 210,0 ათას ლარს, დაზუსტებული ბიუჯეტის მიხედვით კი გრანტი შეადგენს 89864,0 ათას ლარს, აქედან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 69741,0 ათას ლარს, მათ შორის პარლამენტის - 61 775,3 ათას ლარს პლუს 7 მლ. გზების მშენებლობისთვის. დასკვნა თავად გამოიტანეთ!

სალომე კაპჭელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია