დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვები - ქუთაისის ბიუჯეტში
2009/11/23 14:25:45

სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვები ქუ­თა­­სის 2009 წლის ბიუჯეტის არ­ცერ­თი პროგ­რა­მის პირ­და­პი­რი ბენე­ფი­ცი­­რი არ არი­ან. ის ასა­კობრი­ვი გრა­და­ცი­ის მიხედ­ვით არ შედ­გე­ნი­ლა, ამი­ტომ ბავ­შვებს გა­მოკ­ვე­თი­ლად არ ეხება, თუმ­ცა ყვე­ლა პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე მეტ-ნაკ­ლებად შე­იძ­ლება იყვნენ ისი­ნი - გვიხსნი­ან ქუ­თა­­სის ჯან­მრთე­ლობის, სო­ცი­­ლუ­რი დაც­ვი­სა და იძუ­ლებით გა­და­ად­გი­ლებულ პირ­თა სამ­სახურ­ში.

ჯერ 2010 წლის ბიუჯეტის პა­რა­მეტ­რები ცნობილი არ არის, მაგ­რამ მი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი თით­ქმის უც­ვლე­ლად გად­მო­ი­წე­რება 2009 წლის ბიუჯეტი­დან.

გა­სუ­ლი წლის სო­ცი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კას ჯან­მრთე­ლობისა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სახურის უფ­რო­სი არ­ჩილ მუკბანი­ა­ნი ეფექ­ტუ­რად თვლის.

2009 წელს ერ­თი მი­ლი­ო­ნი ლა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის­თვის, ხოლო ნახევა­რი მი­ლი­ო­ნი - ჯან­დაც­ვის­თვის გა­მოიყო. უფ­რო მე­ტის მოთხოვ­ნას სამ­სახურის უფ­რო­სი წელ­საც არ აპი­რებს.

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯახების პროგ­რა­მა წელს 120000 ლა­რით და­ფი­ნან­სდა და ოთხი და მე­ტი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის მშობელს ერთჯერა­დად 500 ლა­რი ეძ­ლე­ვა. ამ დახმა­რების მიმ­ღებად სამ­სახურ­მა ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები 200 ოჯახი გა­წე­რა, ხოლო 20000 ლა­რი ბუნებრი­ვი მა­ტების სტი­მუ­ლი­რების­თვის გა­და­ი­ნახა. მე-4, მე-5 და მე­ტი შვი­ლის შე­ძე­ნის შემთხვე­ვა­ში ყოველ შემ­დეგ შვილ­ზე 100 ლა­რის და­მა­ტება და­ა­წე­სა.

132000 ლა­რი ისე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძიებების და­ფი­ნან­სების­თვის გა­მოიყო, რო­გო­რი­ცაა 3 მარ­ტი, 8 მარ­ტის დღე­სას­წა­უ­ლი, ჩერ­ნობილის ავა­რი­ის ლიკ­ვი­და­ცი­ის დღე, 9 მა­ი­სი - ფა­შიზ­მზე გა­მარჯვების დღე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძიება. ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში 1 ივ­ნი­სი - ბავ­შვთა დაც­ვის დღე­ცაა. ჯან­მრთე­ლობისა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სახურ­ში აცხადებენ, რომ ამ ღო­ნის­ძიებაში 2000 ბავ­შვი მო­ნა­წი­ლეობდა.

წელს ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას სა­ზაფხულო დას­ვე­ნების აქ­ცია 60000 ლა­რი დაუჯდა. „250-მდე ბავ­შვი და­ვას­ვე­ნეთ ზაფხულ­ში, ამ ბავ­შვების უმე­ტე­სობა იყო მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი და უმ­წეო ოჯახის შვი­ლები, ზო­გი იყო სი­ღა­ტა­კის ფე­და­რუ­ლი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე, ზო­გიც არა, ცე­რებრა­ლუ­რი დამბლით და­ა­ვა­დებული ბავ­შვები ურეკ­ში წა­ვიყვა­ნეთ, ზო­გი - ციხის­ძირ­ში და სა­ირ­მე­ში,“ - ამბობს არ­ჩილ მუკბანი­ა­ნი.

რო­გორც ჯანა­დაც­ვის სამ­სახურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ბავ­შვები სხვა­დასხვა პროგ­რა­მა­ში სხვა­დასხვაგ­ვა­რი ფორ­მით არი­ან ჩარ­თუ­ლი.

მე­დი­კა­მენ­ტებით დახმა­რების პროგ­რა­მით  სარ­გებლობენ ფსი­ქი­უ­რად და­ა­ვა­დებული და ასე­ვე ეპი­ლეფ­სი­ა­ნი ბავ­შვები. ისი­ნი წე­ლი­წად­ში ერთჯერა­დად 100 ლარს იღებენ.

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახმა­რების ტრა­დი­ცი­უ­ლი პროგ­რა­მა ამჯერად 125000 ლა­რი­თაა და­ფი­ნან­სებული. გათ­ვა­ლის­წი­ნებული­ა, რომ ერთჯერა­დი დახმა­რება ამ პროგ­რა­მით მი­ი­ღონ იმ მო­ქა­ლა­ქეებმა, რომ­ლებიც მძი­მე პი­რობებში ცხოვ­რობენ და სი­ღა­ტა­კის დაძ­ლე­ვის პროგ­რა­მა­ში ვერ მოხვდნენ. ამ თანხით ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­სი­ცოცხლო მოთხოვ­ნები უნ­და და­იკ­მაყოფი­ლონ.

ამ დახმა­რების მი­ღება დღემ­დე საკ­მა­ოდ გრძელ პრო­ცე­დუ­რად რჩება. ყოვე­ლი ოჯახის მდგო­მა­რეობა კო­მი­სი­უ­რი წე­სით გა­ნიხილება. ასე­თი­ვე პრო­ცე­დუ­რაა ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში მოხვედ­რაც, ჯან­მრთე­ლობის გა­უ­ა­რე­სების გან­სა­კუთ­რებულ შემთხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქეები დახმა­რებას იღებენ, ამ პროგ­რა­მის პრი­ო­რი­ტე­ტად მუკბანი­ა­ნი ბავ­შვებს აცხადებს.

არ­ჩილ მუკბანი­ა­ნი იმა­საც ამბობს, რომ ბავ­შვები არც უფა­სო კვების პროგ­რა­მის მიღ­მა რჩებიან, თუმ­ცა, თუ მად­ლი­ე­რების სახლში შე­ივ­ლით,  შე­ამ­ჩნევთ, რომ იქ უფა­სო სა­დი­ლის რიგ­ში, მეტ­წი­ლად, ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნები დგა­ნან.

უფა­სო კვების პროგ­რა­მა ად­გი­ლობრივ ბიუჯეტს 369000 ლა­რი უჯდება.

„ჩვე­ნი ბიუჯეტის ძი­რი­თა­დი პა­რა­მეტ­რები თით­ქმის უც­ვლე­ლი დარ­ჩება, ჩვენ რომ მა­ტება მო­ვითხოვოთ, ხომ უნ­და იყოს მოთხოვ­ნა რე­ა­ლუ­რი.  კლება რომ არ იქ­ნება, ეს დარ­წმუ­ნებით შე­მიძ­ლია ვთქვა. 2009 წლის ბიუჯეტ­ში ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როს და­ფი­ნან­სება წი­ნა წელ­ზე უფ­რო მე­ტი იყო, მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი პროგ­რა­მები ეფექ­ტუ­რი იყო. ერ­თა­დერ­თი, რა მი­მარ­თუ­ლებითაც და­ფი­ნან­სების კლება შე­იძ­ლება სა­სი­ა­მოვ­ნოც კია - ვე­ტე­რან­თა სა­რი­ტუ­ა­ლო პროგ­რა­მა, - თვლის არ­ჩილ მუკბანი­ა­ნი.

მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვთა სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რების პროგ­რა­მა ეფექ­ტუ­რად ით­ვლება, ბავ­შვთა სი­ღა­ტა­კის ქარ­თუ­ლი სტა­ტის­ტი­კა ასე­თი რჩება: უკი­დუ­რეს სი­ღა­რიბეში ცხოვ­რობს ბავ­შვების 12%, ხოლო სი­ღა­რიბის ზღვარს მიღ­მა - ბავ­შვების 28%. სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვების 12%-ს ხმარ­დება დღე­ში ერთ დო­ლარ­ზე ნაკ­ლები, ხოლო 28%-ს - 1,4 დო­ლა­რი დღე­ში. მხოლოდ 44%-ს ხმარ­დება 2 დო­ლა­რი ყოველ­დღი­უ­რად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1560
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია