დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე
2013/07/22 15:37:19

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავე დროს იყო ქობულეთის საკრებულოშო აუქციონის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ქალაქში არსებული 600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გასხვისების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 ათასი ლარი. კარალიძემ ავანსის სახით მიწის ნაკვეთის შემსყიდველს 30 ათასი ლარი წინასწარ გამოართვა. სწორედ ავანსის გადაცემის დროს მოხდა დაკავება მის თანამზრახველთან ერთად.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი უკვე წაყენებული აქვს.  ბრალდებული ქრთამის აღებას უარყოფს და მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას  უკავშირებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1904
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია