დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკანონოდ გათავისუფლებული სამართალდამცავების დაცვა იწყება
2013/05/20 19:23:12

ყოფილ და მოქმედ სამართალდამცავთა დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ შეიქმნა, ლიგა 2013 წლის თებერვალში დაფუძნდა. მსგავსი ტიპის ორგანიზაცია უკვე არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ დამფუძნებლებმა დღეს  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა  ქუთაისში, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამართეს.

„ბოლო პერიოდში, რეგიონებში ძალოვანი სტრუქტურიდან თანამშრომლების უსაფუძვლოდ დათხოვნის ფაქტებმა იმატეს, გამომდინარე იქიდან, რომ  „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ მთავარ მიზანს ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა წარმოადგენს, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ფაქტებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს“-აღნიშნა ლიგის იურიდიული დახმარების ცენტრის უფროსმა, გრიგოლ კვინიკაძემ.

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ დამფუძნებლის, ლევან გვაზავას განცხადებით კი, ყოველი მთავრობის დროს პოლიცია რაღაც დოზით პოლიტიზებული ხდება, რაც არასწორია და სამართალდამცავებმა, მხოლოდ მათზე კანონიერად დაკისრებული მოვალეობა უნდა შეასრულონ.

ორგანიზაცია ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლბულ თითოეულ პირს  უფასო საადვოკატო მომსახურებას გაუწევს. ამ დროისათვის ორგანიზაციის დახმარებით ათამდე სამართალდამცავი სარგებლობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1977
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია