დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დამოუკიდებელი მოსამართლე დამოუკიდებელი სასამართლოსთვის
2013/05/11 15:16:31

დღეს სასტუმრო „ბაგრატი 1003“-ში  „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“  წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მოსამართლეებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებებისა და საქართველოში მოსამართლეთა კორპუსის  გაძლიერების მიზნით შემდგომი ინიციატივების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის – „საქართველოს სასამართლოს სისტემაში დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დანერგვის ადვოკატირება“ – ფარგლებში.

„მოსამართლეთა თვითმმართველობის განვითარება სასამართლო რეფორმის ქვაკუთხედია. კანონპროექტი, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია, უკვე შეიძლება ჩაითვალოს წინგადადგმულ ნაბიჯად დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების პროცესში. მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ მეტი ჩართულობა თავად სისტემის მართვაში. ჩვენი შეხვედრა ემსახურება აზრების ურთიერთგაცვლას, თუ რა გაკეთდა და  რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ინსტიტუტად,“ - განაცხადა „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“  თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

„ძალიან მალე კანონში შევა ცვლილებები, რომელიც მოსამართლეთა უფლებებს გაზრდის. თუ ადრე სამართალდამცავი ორგანოები ახერხებდნენ, რომ მოსამართლეები მოექციათ მათი გავლენის ქვეშ, ამიერიდან ეს აღარ მოხდება,“ - ამბობს „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.

„ახალი კანონპროექტით მნიშვნელოვნად იზრდება მოსამართლის როლი. ეს არის სწორედ დადებითი, რასაც კანონში განსახორციელებელი ცვლილებები ითვალისწინებს. ძლიერი მოსამართლე ნიშნავს ძლიერ სასამართლოს,“ - მიიჩნევს კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42 მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ გაბისონია.

კოალიციის წევრებმა  სამომავლო ინიციატივებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ცვლილებები უნდა შევიდეს მოსამართლეთა უვადოდ მივლინების წესსა და მათი ვადით განსაზღვრული დანიშვნის შესახებ კანონში. კოალიციის წევრთა თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა და ისინი მათი ნების წინააღმედგ მუდმივ მივლინენებში არ უნდა იგზავნებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მოსამართლის სოციალურ გარანტიებს, რაც იმას ნიშნას, რომ მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ანაზღაურება.

„ჩვენთვის, მოსამართლეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს სოციალური გარანტიები. ყველა საკითხი, რომელიც აქ განვიხილეთ, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო,“  - ამბობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე განიხილა. კანონპროექტის დამტკიცება უახლოეს მომავალში მოხდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია