დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორი სანდო ვიცე-გუბერნატორს ეძებს
2013/05/08 19:11:13

ქუთაისის ყოფილი მერი იმერეთის ვიცე-გუბერნატორობას არ თანხმდება

იმერეთის ვიცე-გუბერნატორის პოსტი ამ დრომდე თავისუფალია და სამხარეო ადმინისტრაციაში „გაპატრიოტებულ“ გოჩა თევდორაძეს შემცვლელი ჯერაც ვერ მოუძებნეს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გუბერნატორ ვახტანგ ბალავაძეს ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე სანდო და ერთგული კადრი სჭირდება.

საუბრობენ იმაზეც, რომ ვახტანგ ბალავაძეს უკვე ჰყავს სასურველი კანდიდატი – მერადყოფილ ბესიკ ბრეგაძის სახით.

მაგრამ ყოფილი მერი შეთავაზებულ თანამდებობაზე მუშაობას არ აპირებს და, საერთოდაც, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისათვის თავის დანენებას გეგმავს.

 „ვიცი, რომ  ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურაც განიხილება, თუმცა ოფიციალური წინადადებით არავის მოუმართავს. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოფიციალურად მომართვის შემთხვევაშიც უარს ვიტყვი. საქმე და პოლიტიკა ისეთი რაღაცაა, რომ  ერთად ვერც ერთი კეთდება ხარისხიანად, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქალაქს,“ –განაცხადა ქუთაისის ყოფილმა მერმა ბესიკ ბრეგაძემ.

ვიცე-გუბერნატორის პოსტზე ასევე აქტიურად განიხილება ვიცე-მერის ამირან ძოწენიძის კანდიდატურა. მაგრამ  ძოწენიძე გავრცელებულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1774
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია