დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში სრულ გამრიცხველიანებას იწყებს
2013/04/23 20:55:52

ეღირსება თუ არა მეტი და უკეთესი სასმელი წყალი ქუთაისს?

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ახალი დირექტორი მიხეილ თათარაძე ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მერიის რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს შეხვდა და წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ის პრობლემები, რაც ამ დროისათვის ქუთაისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით არსებობს. როგორც მიხეილ თათარაძემ განაცხადა, მოსახლეობსათვის პრიორიტეტული სასმელი წყლის მეტი ხანგრძლივობით და უკეთესი ხარისხით მიწოდება და სრული გამრიცხველიანებაა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას კომპანია „კოქსი“ უზრუნველყოს, რომელიც დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გამართავს.

აღსანიშნავია, რომ  შეხვედრის დროს დასმულ კითხვებს გეგმებთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი ამ ეტაპზე ინფორმაციის არ ქონის გამო ვერ პასუხობდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია