დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო
2013/04/01 13:13:37

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და ოც აპრილამდე გაგრძელდება.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რეგისტრაციის პროცესი უფრო მოქნილი გახდა და აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, რამდენიმე თვის განმავლობაში არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა ცვალონ. მისივე თქმით, წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადში ყველა ფაკულტეტი მიუთითონ, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება.

ასარჩევი ფაკულტეტების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება, რამაც მეორადი  ჩარიცხვების საჭიროება მოხსნა. „წელს სახელმწიფო 17 მიმართულებაზე ჩარიცხული აბიტურიენტების სწავლის საფასურს სრულად  დააფინანსებს. საუნივერსიტეტო პროგრამული  დაფინანსება  შვიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის მიმართულებებზე გავრცელდება“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში.

სიახლეა ისიც, რომ 2013 წლიდან 30%-იანი გრანტი გაუქმდება და ამ კატეგორიისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანად გადავა 50%-იანი გრანტისთვის გამოყოფილ რეზერვში. ასევე მოიხსნება შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პროგრამებზე, სადაც ჩარიცხვა მხოლოდ 100%-იანი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში შეიძლებოდა. ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგება და 50%  და 70%-იანი დაფინანსების მოპოვებაც შესაძლებელი იქნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ, 27 ივნისს დაიწყება და პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1813
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია