დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვიქტორ დოლიძე: „უთავმოყვარეო პრეზიდენტის, უთავმოყვარეო განცხადება“
2013/03/19 14:03:45

ევროპის სახალხო პარტიისათვის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაგზავნილ წერილებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. ამ გზავნილებს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ სამთავრობო გუნდი ევროპის მოტყუებას ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უმალვე მოჰყვა მმართველი გუნდის კრიტიკა. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი  უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პოზიციების წერილობით გაცვლა ნორმალური პროცესია.

„ძალიან უთავმოყვარეო განცხადებები იყო, ისეთივე უთავმოყვარეო, როგორიც თავად პრეზიდენტია. სამწუხაროა, მაგრამ მიწევს ამის თქმა. წერილების წერა და პოზიციების წერილობით დაფიქსირება არის ნორმალური დიპლომატიური პრაქტიკა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ერთი უთავმოყვარეო მოქალაქის უთავმოყვარეო განცხადება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ დოლიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1835
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია