დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოვაჭრეები შიმშოლობით იმუქრებიან
2013/02/26 17:06:26

ქუთაისში სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ის წინ გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, რადგან გარემოვაჭრეები სატრანსპორტო გზის გადაკეტვას ცდილობენ, პატრული კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

დღეს დილით ბაზრობაზე მისულ მოვაჭრეებს ბაზრის წინ მდებარე ტერიტორია, სადაც ისინი გარევაჭრობას ეწეოდნენ, დარბეული დახვდათ. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ქალაქის საპატრულო პოლიციასთან ერთა, ტერიტორიის გასუფთავება  სცადა, რასაც გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია გუდაძე „P.S.“-თან საუბარში აცხადებს: „დღეს დილით, 8.30 საათზე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაგვარბია და მუშაობის საშუალება არ მოგვცა. სხვა შემოსავალი კი ჩვენ არ გვაქვს, მეუღლე უმუშევარია, სამი შვილი მყავს, ბანკიდან კრედიტი მაქვს აღებული. ქალაქში კი სხვა არაფერი არ მუშაობს, ქუთაისი ჭაობია.“

გარემოვაჭრეები საუბრობენ იმაზეც, რომ მერიამ მათ ბაზარში ადგილები გამოუყო, თუმცა ისინი ამ შემოთავაზებას არ თანხმდებიან, რადგან ბაზარში მათთვის გამოყოფილი ადგილები არამომგებიანია და თან, გადასახადები იმდენად მაღალია, რომ გადახდას ვერ შეძლებენ.

გარემოვაჭრეების აქციაზე ქუთაისის მერიის წარმომადგენელი ჯუმბერ შანშიაშვილი იყო მისული. მისი თქმით, კანონში დევს მუხლი, რომელიც გარევაჭრობას კრძალავს და მერია ბოლო 3 თვის განმავლობაში გარემოვაჭრეებს აფრთხილებდა, ტერიტორია დაეცალათ, თუმცა უშედეგოდ.

გარემოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის წინ აქციას განაგრძობენ და მათი ნაწილი ქუთაისის მერიის წინ შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

 

თათია  ოქროპილაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია