დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყაჩაღებმა 12 წლის ბავშვს ფეხზე თითი მოაჭრეს
2012/12/29 14:50:05

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, წუხელ გვიან ღამით გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მამედოვების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ხუთი ნიღბიანი პირი ოჯახში გვიან ღამით შეიჭრა. სახლში ამ დროს ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე და 12 წლის ვაჟი იმყოფებოდა.

ოჯახიდან წაღებულია 16 ათასი ლარი, ასევე დიდი ოდენობით ოქროს სამკაულები. როგორც ოჯახის უფროსი აცხადებს, თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ გაყიდეს ხარები და თანხას სახლში ინახავდნენ.
თავდამსხმელებმა ოჯახის ყველა წევრს სკოჩით აუკრეს ხელ-ფეხი და პირი, შემდეგ კი ოჯახის უფროსი და მისი მეუღლე უთოთი აწამეს, ხოლო 12 

წლის ბავშვს კი ფეხზე ცერა თითი მოაჭრეს.
ოჯახის წევრების განცხადებით, როდესაც თავდამსხმელებმა მათი სახლი დატოვეს, ბავშვმა მოახერხა სახლის კართან მისვლა და მეზობლებს დაუძახა.
ბავშვის ყვირილის ხმა გაიგო თემურ მამედოვმა. როგორც იგი აცხადებს, ცოტაც რომ დაეგვიანა ოჯახის დიასახლისი გაიგუდებოდა, რადგან მას სკოჩით აკრული ჰქონდა მთელი სახე.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა უკვე მოახერხეს დანაშაულში ეჭვმიტანილი ოთხი პირის დაკავება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1835
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია