დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2012 წე­ლი: ვარ­დებიდან „კოჰაბიტა­ცი­ამ­დე“
2012/12/24 13:30:46

მიმ­დი­ნა­რე წე­ლი­წად­მა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სცე­ნა რა­დი­კა­ლუ­რად  შეც­ვა­ლა. 2 ოქ­ტომბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ლი­არ­დე­ლი ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გახდა. შე­იძ­ლება ით­ქვას, რომ მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ 8 წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლობის ხანა დას­რულ­და, თა­ნაც ისე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ „დე­მოკ­რა­ტი­ის ტეს­ტი“ გა­ი­ა­რა.

 

გა­სუ­ლი წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა, ალბათ, ის იყო, რომ მოხდა „ვარ­დების რე­ვო­ლუ­ცი­ის“ ტრან­სფორ­მა­ცია „ცოცხების რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში.“ მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ნამ­დვი­ლად ძლი­ე­რი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ოპო­ნენ­ტი იყო მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობისათ­ვის,“ ხელი­სუფ­ლების ცვლა­ში ლო­მის წი­ლი მა­ინც  ე.წ. ციხის კად­რების  გავ­რცე­ლებას მი­უძ­ღვის. რომ არა ციხეში წა­მებისა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპყრობის ამ­სახვე­ლი ვი­დე­ოები, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე გავ­რცელ­და და მა­შინ­დელ­მა მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ შე­საბამი­სი რე­ა­გი­რებაც კი ვერ მო­ას­წრო, მი­ლი­არ­დე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცი­ის - „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ გა­მარჯვება არც თუ ისე გა­რან­ტი­რებული იყო, მით უმე­ტეს - 2 ოქ­ტომბრის არ­ჩევ­ნების შე­დე­გების ფონ­ზე, რო­დე­საც გა­მარჯვებულ და და­მარცხებულ პარ­ტიებს შო­რის სხვაობამ, და­აახლოებით, 10 მან­და­ტი შე­ად­გი­ნა.  სხვა და­ნარ­ჩენ­მა პარ­ტი­ამ თუ კო­ა­ლი­ცი­ამ კი ბარი­ე­რიც  ვერ გა­და­ლახა და, შე­საბამი­სად, მი­ვი­ღეთ ორ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სობა მმარ­თველ პარ­ტი­ას არა აქვს.

ოქ­ტომბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების შე­დე­გების სრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სებისათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ერ­თი გა­რე­მოება - მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­მა,  ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პირ­ველ­მა აღი­ა­რა და­მარცხება და გა­ნაცხადა, რომ ის ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­დის. ეს მარ­თლაც რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლობა იყო იმ ფონ­ზე, რო­დე­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა შე­საძ­ლო მე­თო­დებით ებრძო­და ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცი­ას და იმ­დე­ნად შე­უზ­ღუ­და  ოპო­ზი­ცი­ო­ნერ მი­ლი­არ­დელს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მოქ­მე­დების არე­ა­ლი, რომ სა­ზო­გა­დოებაში ხუმ­რობდნენ კი­დეც - სა­ა­კაშ­ვილს რომ შე­ეძ­ლოს, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო ფულ­საც კი გა­ა­უქ­მებდაო. თუმ­ცა, ასე­თი მძი­მე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბრძო­ლის შემ­დეგ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობა“ მა­ინც გახდა იძუ­ლებული, ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლიყო და ხელი­სუფ­ლება და­ეთ­მო.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ ტრი­უმ­ფი და მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ და­მარცხების აღი­ა­რება - წინ გა­დად­გმუ­ლი უდი­დე­სი ნაბიჯია ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის“ - ამ­გვა­რი შე­ფა­სებები მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ოქ­ტომბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებმა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სებისა და ექ­სპერ­ტების განცხადებებით, სა­ქარ­თვე­ლომ დე­მოკ­რა­ტი­ის ტეს­ტი ჩააბარა. შე­დე­გად ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში ახალი ტერ­მი­ნიც კი დამ­კვიდ­რდა - „კოჰაბიტა­ცია“. ტერ­მი­ნი ქარ­თულ თარ­გმან­ში „თა­ნა­არ­სებობას“ ნიშ­ნავს, თუმ­ცა რე­ა­ლობაში ძველ და ახალ ხელი­სუფ­ლებას შო­რის ბრძო­ლის ამ­სახველ ტერ­მი­ნად უფ­რო იქ­ცა!

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ზედ­მე­ტი გარ­თუ­ლებების გა­რე­შე მის­ცა ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მთავ­რობის და­კომ­პლექ­ტების უფ­ლება და არ გა­მოიყენა თა­ვი­სი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლებები, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მთლად ასე მარ­ტი­ვად არ ყოფი­ლა საქ­მე და 2012 წლის ბოლოს გან­ვი­თა­რებულ მოვ­ლე­ნების ქრო­ნი­კაც სწო­რედ ამის და­მა­დას­ტუ­რებლად იქ­ცა.

პრე­ზი­დენ­ტი მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, უკ­ვე საკ­მა­ოდ ხში­რად, ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელი­სუფ­ლებას ე.წ. ყბადა­ღებული კოჰაბიტა­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და ცდი­ლობს აჩ­ვე­ნოს, რომ ის სახელი­სუფ­ლებო ვერ­ტი­კა­ლი­დან არ­სად წა­სუ­ლა. მა­გა­ლი­თად, ამ კვი­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნაცხადა, რომ თუ­კი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სობა „სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლოების შე­სახებ“ კა­ნონ­ში იმ ცვლი­ლებებს მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც ახლა წარ­მო­ად­გი­ნა, პრე­ზი­დენ­ტი ვე­ტოს უფ­ლებას გა­მოიყენებს. ამ მუ­ქა­რას კი ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა ასე უპა­სუხა - თუ მიხეილ სა­ა­კაშ­ვილს კონ­ფრონ­ტა­ცია სურს, ის ამას მი­ი­ღებს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ ლი­დე­რი მზად არის, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ ლი­დერს ხვალ­ვე გაჰყვეს რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებში.

ამჟამინ­დე­ლი და ყოფი­ლი მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლების თა­ნაცხოვ­რება ერ­თი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო ვერ შედ­გა - ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კაბინეტ­მა საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად და­იწყო ერთ-ერ­თი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რების - სა­მარ­თლი­ა­ნობის აღ­გე­ნის შეს­რუ­ლება და ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლების    მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებზე    „ნა­დი­რობის სე­ზო­ნი“  გახსნა. რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სობის - „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ ლი­დე­რები ამბობენ, გა­მარჯვებული პარ­ტია სო­ცი­ა­ლურ და­პი­რებებს ვერ ას­რუ­ლებს და ამის გა­და­ფარ­ვას პო­ლი­ტი­კუ­რი და­კა­ვებებით ცდი­ლობს. რომ არა­ფე­რი ვთქვათ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებზე, სისხლის სა­მარ­თლის დევ­ნა­ში მი­ცე­მუ­ლია სა­მი მი­ნის­ტრი, რომ­ლებსაც სხვა­დასხვა დროს სხვა­დასხვა სა­მი­ნის­ტროს პორ­ტფე­ლები ებარათ.

ჯერ და­ა­პა­ტიმ­რეს ბაჩო ახალა­ი­ა, რო­მე­ლიც ბოლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახლდათ, თუმ­ცა ბრალ­დების ეპი­ზო­დები მი­სი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრობის პე­რი­ოდს ეხებოდა. უნ­და ით­ქვას, რომ ბაჩო ახალა­ი­ას და­კა­ვებას­თან და­კავ­ში­რებით სა­ზო­გა­დოებაში უფ­რო სხვა მო­ლო­დი­ნები არ­სებობდა, კერ­ძოდ, ელოდ­ნენ, რომ მას სასჯელაღ­სრუ­ლების დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სობის დრო­ინ­დელ „ცოდ­ვებს“ გაუხსე­ნებდნენ და არა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრობისას. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა მი­სი ბრალ­დების ეპი­ზო­დები ამ კუთხით კი­დევ გა­ი­ზარ­დოს მო­მა­ვალ 2013 წე­ლი­წად­ში. გარ­და ბაჩო ახალა­ი­ა­სი, ქრთა­მის აღების ბრალ­დებით და­პა­ტიმ­რებულია ყოფი­ლი ფი­ნან­სთა და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი ალე­კო ხეთა­გუ­რი და იუ­ს­ტი­ცი­ის, გა­ნათ­ლების ყოფი­ლი მი­ნის­ტრი და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ყოფი­ლი მო­ად­გი­ლე ნი­კა გვა­რა­მია.

ყოფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების და­ჭე­რას მძაფ­რი რე­აქ­ცია მოჰყვა ამე­რი­კა­სა და და­სავ­ლეთ­ში. გა­მოქ­ვეყნდა რი­გი პუბლი­კა­ციები, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლის ხელი­სუფ­ლების მი­ერ განხორ­ცი­ე­ლებულ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ზე იყო  საუბარი.  „ქარ­თულ­მა ოც­ნებამ“ ეს ყვე­ლა­ფე­რი მიხეილ სა­ა­კაშ­ვილს დააბრა­ლა და გა­ნაცხადა, რომ ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლების ლობის­ტები ცდი­ლობენ გა­მარჯვებული პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის იმიჯი შე­ლახონ. გარ­და პუბლი­კა­ციებისა, და­კა­ვებების თაობაზე განცხადებები გა­კეთ­და ნა­ტო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის მხრი­დან. უფ­რო მე­ტიც, ნა­ტო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამბლე­ამ პო­ლი­ტი­კუ­რი და­ჭე­რების თაობაზე შეშ­ფო­თება სპე­ცი­ა­ლურ რე­ზო­ლუ­ცი­ა­შიც კი გა­მოხატა. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, აშ­კა­რად, ბევ­რად უკეთ გრძნობს თავს. იქ­მნება შთაბეჭ­დი­ლება, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის განცხადებები გა­მიზ­ნუ­ლია უფ­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო, ვიდ­რე ში­და აუ­დი­ტო­რი­ი­სათ­ვის.

ამ­გვა­რად, მარ­თა­ლია 2012 წე­ლი სრულ­დება,  მაგ­რამ ამ წელ­ში დაწყებული  პო­ლი­ტი­კუ­რი   მოვ­ლე­ნების   „კუ­დები“ 2013 წელ­საც გა­დაწ­ვდება. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობა“ არ აპი­რებს ხელი­სუფ­ლების ად­ვი­ლად დათ­მობას. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის განცხადებით, ის არ გეგ­მავს არც მთავ­რობის და არც პარ­ლა­მენ­ტის დათხოვ­ნას, პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა ხელი­სუფ­ლებისათ­ვის ჯერ კი­დევ არ დას­რუ­ლებულა - მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სახელი­სუფ­ლებო ვერ­ტი­კალ­ში, ჯერ კი­დევ, საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა. ად­გი­ლობრივ  თვით­მმარ­თვე­ლობებთან  და  სა­სა­მარ­თლო  ხელი­სუფ­ლებას­თან და­კავ­ში­რებული ბოლოდ­რო­ინ­დე­ლი  მოვ­ლე­ნები - თვით­მმარ­თვე­ლობებში შეჭ­რა და „ნა­ცი­ო­ნა­ლი“ გამ­გებლების  გა­დად­გო­მის მოთხოვ­ნა, იუს­ტი­ცი­ის საბჭო­სა და სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მი­რების გეგ­მები -  ადას­ტუ­რებენ, რომ ბრძო­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლებისათ­ვის ჯერ კი­დევ არ არის დას­რუ­ლებული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია