დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მომავალი წლიდან „დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება იქნება შემოღებული
2012/11/08 15:00:00

2013 წლიდან „დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება იქნება შემოღებული. ამაზე უკვე საუბარია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  პროექტში. აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომელთა დაქირავებით მიღებული შემოსავალიც წლის გამავლობაში არ აღემატება 6 000 ლარს.

„დაუბეგრავი მინიმუმით“ სარგებლობა შეეძლებათ დასაქმებულების დახლოებით 30-40 % (თუ მეტს არა).  ესენი არიან: პედაგოგები, ექიმები, ვაჭრობის სფეროში დაქირავებული პერსონალი, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული და  თვითდასაქმებული ადამიანები. „დაუბეგრავი მინიმუმის“ გაანგარიშების ახალი წესის მიხედვით ეს ადამიანები წლის ბოლოსთვის სოლიდური თანხის დაზოგვას შეძლებენ.

ელისო გოლეთიანი

(ვრცელი მასალა იხილეთ გაზეთ „P.S.“-ის ორშაბათის ნომერში)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1844
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია