დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ბევრს სცოდავს...
2012/09/13 13:26:06

არასამთავრობო ორგანიზაიამ -„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“- გამოაქვეყნა ახალი ანგარიში „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი“, რომლითაც შეფასებულია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე საქართველოში წინასაარჩევნო გარემო. ორაგნიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ამ დოკუმენტში რამდენიმე წინასაარჩევნო ტენდენციაზეა საუბარი. კერძოდ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თვლის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში შეინიშნება სამართლებრივი რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება, კანონის დარღვევისთვის დადგენილი სანქციების არაპროპორციულობა, კანონის აღსრულების პრობლემა და შერჩევითი სამართალწარმოება, პარტიების შესახებ ინფორმაციის არასათანადო გავრცელება, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებები, ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაშინება, ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება, პოლიტიკური ნიშნით დაკავება, პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ბიზნესზე ზეწოლა, სახელმწიფო ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მათ ინტერესს ემსახურებოდა. ამ პერიოდში დაფიქსირებულია პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის 45 ფაქტი; ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაშინების 12 ფაქტი, ფიზიკური ანგარიშსწორების 5 ფაქტი, პილიტიკური ნიშნით დავაკების 11 ფაქტი, ბიზნესზე ზეწოლის 5 ფაქტი.

არჩევნებამდე არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ორი კვლევის გამოქვეყნებას გეგმავს.

(ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1851
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია